“ოცნება“ 70 წლამდე პენსიონერების პენსიას 20 ლარით, მინისტრების ხელფასს კი 1080-1350 ლარით ზრდის
2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 70 წლამდე პენსიონერთა პენსია 20 ლარით, ხოლო 70 წლის და უფროსი ასაკის პირთა პენსია იზრდება. ასევე იზრდება უმაღლესი თანამდებობის პირების, მათ შორის პრემიერის, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, მინისტრებისა და მოსამართლეების ხელფასები.

2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით 70 წლამდე პირების ასაკობრივი პენსია 5.4%-ით 370-დან 390 ლარამდე, ხოლო 70 და უფროსი ასაკის პირების 12.1%-ით 495-დან 555 ლარამდე იზრდება.
სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონში 2020 წელს შეტანილი ცვლილების თანახმად, 70 წლამდე ასაკის პირების პენსია ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით, მინიმუმ 20 ლარით უნდა გაიზარდოს, 70 წლისა და უფროსი ასაკის პირების პენსია კი ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით.
2027 წლიდან იზრდება საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაც, მათ შორის იზრდება უმაღლესი თანამდებობის პირთა ხელფასებიც.
2027 წლიდან პრემიერის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 16 000-დან 17 350 ლარამდე იზრდება.
ხელფასები გაეზრდებათ აგრეთვე მინისტრებს, მინისტრების მოადგილეებსა და მოსამართლეებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.