ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 17 350 ლარამდე იზრდება

მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურება და პენსიები იზრდება. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მოსამართლეების საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება 1600 ლარიდან 1735 ლარამდე, ხოლო პრემიერის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 17 350 ლარი გახდება.

პრემიერის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 17 350 ლარამდე იზრდება
პრემიერის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 17 350 ლარამდე იზრდებარადიო თავისუფლება

მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურება 8,4%-ით იზრდება - ანაზღაურების ყოველწლიურად ავტომატური მატების შესახებ ჩანაწერი კანონში 2024 წლის მარტში ჩაიწერა.

საქართველოს კანონმდებლობით, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მოსამართლეების ხელფასები ფიქსირებული არ არის. ის ყოველწლიურად ხელახლა განისაზღვრება და გამოითვლება ორი ფაქტორით: საბაზისო ხელფასისა და პარლამენტის მიერ დადგენილი კოეფიციენტის ნამრავლით. კოეფიციენტები უცვლელია, საბაზისო ხელფასი კი ყოველ წელს თავიდან დგინდება და ბიუჯეტში აისახება.

მაგალითად, გასულ (2025 ) წელს საქართველოში საბაზისო ხელფასი 1460 ლარი იყო, წელს 1600, მომავალ წელს კი 1735 ლარი.

ვის რამხელა ხელფასი გაუხდება:

პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს - გაეზრდებათ 1350 ლარით და გაუხდებათ 17 350 ლარი;

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის - 1215 ლარით და ხდება 15 615 ლარი;

მინისტრების, პარლამენტის ფრაქციების თავმჯდომარეების - 1148 ლარით და ხდება 14 748 ლარი;

დეპუტატების ხელფასი - 1080 ლარით და ხდება 13 880 ლარი.

პოლიტიკოსების მსგავსად, იზრდება მოსამართლეების ხელფასები ყველა დონის სასამართლოში. მათ შორის ყველაზე მაღალი ხელფასი, რომელიც პრემიერის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ანაზღაურებას უტოლდება, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეებს ექნებათ. თითოეული მათგანი თვეში 17 350 ლარს მიიღებს.

საბაზო თანამდებობრივი სარგოს 8,4%-ით 1600 ლარიდან 1735 ლარამდე გაზრდით, საერთო ჯამში, საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურება 395 მილიონი ლარით იზრდება.

2027 წლის ბიუჯეტის პროექტში ასევე ჩადებულია პენსიების ზრდა:

70 წლამდე პენსიონრებისთვის - 5,41%-ით, 20 ლარით (გახდება 390 ლარი / მაღალმთიანში 468 ლარი);

70 წლისა და მეტი ასაკისთვის - 12,12%-ით, 60 ლარით (გახდება 555 ლარი / მაღალმთიანში 665 ლარი).

საქართველოს კანონმდებლობით, ხელისუფლება ვალდებულია 70 წლამდე პენსიონერს ყველწლიურად პენსია გაუზარდოს სულ მცირე ინფლაციის მაჩვენებლით, თუმცა არანაკლებ 20 ლარით. სექტემბერში წლიური საშუალო ინფლაცია 5,1 პროცენტი იყო, პენსია კი 5,41%-ით იზრდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზურაბ პატარაძის და ცოტნენ ანანიძის ხელფასები 13 600 ლარიდან 14 747 ლარამდე იზრდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები