ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

20 ლარით იზრდება 70 წლამდე პირთა პენსია - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი

საქართველოს პარლამენტი

2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 70 წლამდე პენსიონერთა პენსია 20 ლარით, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკის პირთა პენსია 60 ლარით იზრდება. ასევე იზრდება შშმ პირთა სოციალური გასაცემლები და საჯარო სამსახურში დასაქმებულთა, მაღალჩინოსნებისა და მოსამართლეების ხელფასები საბაზისო თანხის ზრდის გათვალისწინებით.

20 ლარით იზრდება 70 წლამდე პირთა პენსია - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი
20 ლარით იზრდება 70 წლამდე პირთა პენსია - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტირადიო თავისუფლება

2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით:

70 წლამდე პენსიონრებისთვის - 5,41%-ით, 20 ლარით (გახდება 390 ლარი / მაღალმთიანში 468 ლარი);

70 წლისა და მეტი ასაკისთვის - 12,12%-ით, 60 ლარით (გახდება 555 ლარი / მაღალმთიანში 665 ლარი).

საქართველოს კანონმდებლობით, ხელისუფლება ვალდებულია 70 წლამდე პენსიონერს ყველწლიურად პენსია გაუზარდოს სულ მცირე ინფლაციის მაჩვენებლით, თუმცა არანაკლებ 20 ლარით. სექტემბერში წლიური საშუალო ინფლაცია 5,1 პროცენტი იყო, პენსია კი 5,41%-ით იზრდება.

ჯამში მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფაში ბიუჯეტიდან 5570 მილიონი ლარი დაიხარჯება. 2026 წელთან შედარებით ხარჯი გაზრდილია 555 მილიონი ლარით.

პენსია ასევე გაიზარდება:

მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 60 ლარით;

დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით.

მომდევნო წელს იზრდება მაღალჩინოსნების, მოსამართლეებისა და საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასები. მათი ხელფასების ავტომატური მატების შესახებ ჩანაწერი კანონში 2024 წლის მარტში ჩაიწერა.

საქართველოს კანონმდებლობით, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მოსამართლეების ხელფასები ფიქსირებული არ არის. ის ყოველწლიურად ხელახლა განისაზღვრება და გამოითვლება ორი ფაქტორით: საბაზისო ხელფასისა და პარლამენტის მიერ დადგენილი კოეფიციენტის ნამრავლით. კოეფიციენტები უცვლელია, საბაზისო ხელფასი კი ყოველ წელს თავიდან დგინდება და ბიუჯეტში აისახება.

მაგალითად, გასულ (2025 ) წელს საქართველოში საბაზისო ხელფასი 1460 ლარი იყო, წელს 1600, მომავალ წელს კი 1735 ლარი.

ვის რამხელა ხელფასი გაუხდება:

პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს - გაეზრდებათ 1350 ლარით და გაუხდებათ 17 350 ლარი;

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის - 1215 ლარით და ხდება 15 615 ლარი;

მინისტრების, პარლამენტის ფრაქციების თავმჯდომარეების - 1148 ლარით და ხდება 14 748 ლარი;

დეპუტატების ხელფასი - 1080 ლარით და ხდება 13 880 ლარი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
რომელ სამინისტროებს ეზრდებათ დაფინანსება - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები