პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

2027 წელს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასებიც გაიზრდება, მათ შორის პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანაზღაურება 208 200 ლარი იქნება

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვერსიის მიხედვით, საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო 1 735 ლარამდე იზრდება, რაიც იწვევს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების, მათ შორის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასების ზრდას. მათი წლიური ანაზღაურება 208 200 ლარი იქნება.

2027 წელს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასებიც გაიზრდება, მათ შორის პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანაზღაურება 208 200 ლარი იქნება
ალია

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვერსიის თანახმად, მომავალი წლიდან საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება და 1 735 ლარი ხდება.

ამის შედეგად საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა ხელფასები 8,4%-მდე, შრომის ანაზღაურების ფონდი კი 395 მილიონი ლარით გაიზრდება.

თანამდებობრივი სარგოს ზრდა ავტომატურად იწვევს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასების ზრდასაც, რადგან ის მიბმულია საჯარო სამსახურის საბაზო ანაზღაურებაზე და კანონით დადგენილ კოეფიციენტზე გადამრავლების შედეგად დგინდება.

შედეგად, 2027 წელს საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი თვეში 17 350 ლარი (დაწესებული საბაზო ანაზღაურება გამრავლებული დაწესებულ კოეფიციენტ 10-ზე) იქნება, რაც წლიურად 208 200 ლარს შეადგენს.

ამავე ფორმულის მიხედვით, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ანაზღაურებაც თვეში 17 350 ლარი, წლიურად კი 208 200 ლარი გახდება.

რაც შეეხება მინისტრების ანაზღაურებას, ამ შემთხვევაში კოეფიციენტი განსხვავებულია, 8.5-ს შეადგენს და შედეგად, მინისტრების ანაზღაურება თვეში 14 747.5 ლარი იქნება, რაც წლიურად 176 970 ლარს შეადგენს.

ამავე ფორმულისა და ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვერსიის მიხედვით, პარლამენტის წევრის ხელფასი თვეში 13 880 ლარი გახდება, წლიურად კი 166 560 ლარი იქნება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
ოპოზიციური 6
  1. BM.GEოპოზიციურიპრემიერი, პრეზიდენტი, პარლამენტარები - ვის რამდენით გაეზრდება ხელფასი 2027 წელს?
  2. TV პირველიოპოზიციურიუმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებს ხელფასები ეზრდებათ - დაფინანსება ეზრდებათ სამინისტროებსაც
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციური20 ლარით იზრდება 70 წლამდე პირთა პენსია - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიპრემიერის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 17 350 ლარამდე იზრდება
  5. ნეტგაზეთიოპოზიციურიპენსია 20-60 ლარით იზრდება, დეპუტატებისა და მინისტრების ხელფასი კი 1080-1350 ლარით
  6. TV პირველიოპოზიციური“ოცნება“ 70 წლამდე პენსიონერების პენსიას 20 ლარით, მინისტრების ხელფასს კი 1080-1350 ლარით ზრდის
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
2027 წელს საჯარო სექტორში ხელფასები იზრდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები