პრემიერი, პრეზიდენტი, პარლამენტარები - ვის რამდენით გაეზრდება ხელფასი 2027 წელს?
ფინანსთა სამინისტრომ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საჯარო სექტორში დასაქმებულთა საბაზო ხელფასი 8%-ით, 1735 ლარამდე გაიზრდება. ანაზღაურება მოიმატებს როგორც რიგითი მოხელეებისთვის, ისე ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის, მათ შორის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტარებისთვის.

ფინანსთა სამინისტრომ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, მომდევნო წელს მთავრობის ასიგნებების მოცულობა 1.2 მილიარდი ლარით გაიზრდება და რეკორდულ 32 მილიარდ ლარს მიაღწევს. აქედან სამინისტროებში დასაქმებული 117,000 მოხელის ანაზღაურება 316 მილიონი ლარით, 3.73 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. საჯარო სექტორის მოხელის საბაზო ხელფასი კი 8%-ით, 1735 ლარამდე გაიზრდება.
ხელფასების ზრდა შეეხება ყველა კატეგორიის საჯარო მოხელეს, მათ შორის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებს, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებაში.
საქართველოში თანამდებობის პირთა ხელფასები მიბმულია საჯარო სამსახურის საბაზო ანაზღაურებაზე. 2026 წელს საბაზო ხელფასი თვეში 1 600 ლარს შეადგენდა, ხოლო 2027 წლიდან ის 1 735 ლარამდე გაიზრდება. აღნიშნული საბაზო მაჩვენებელი მრავლდება კონკრეტული თანამდებობისთვის განსაზღვრულ კოეფიციენტზე, რის შედეგადაც ავტომატურად იზრდება როგორც რიგითი საჯარო მოხელეების, ისე პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურება.
უმაღლესი თანამდებობის პირების ანაზღაურება 2027 წელს ასე განისაზღვრება:
პრეზიდენტი – კოეფიციენტი: 10; წლიური ხელფასი: 208 200 ლარი; 2026 წელთან შედარებით ზრდა: 16 200 ლარი
პრემიერ-მინისტრი – კოეფიციენტი: 10; წლიური ხელფასი: 208 200 ლარი; ზრდა: 16 200 ლარი
მინისტრი – კოეფიციენტი: 8.5; წლიური ხელფასი: 176 970 ლარი; ზრდა: 13 770 ლარი
მინისტრის პირველი მოადგილე – კოეფიციენტი: 7.5; წლიური ხელფასი: 156 150 ლარი; ზრდა: 12 150 ლარი
მინისტრის მოადგილე – კოეფიციენტი: 7.25; წლიური ხელფასი: 150 735 ლარი; ზრდა: 11 535 ლარი
პარლამენტის თავმჯდომარე – კოეფიციენტი: 10; წლიური ხელფასი: 208 200 ლარი; ზრდა: 16 200 ლარი
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – კოეფიციენტი: 9.2; წლიური ხელფასი: 191 544 ლარი; ზრდა: 14 904 ლარი
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – კოეფიციენტი: 9; წლიური ხელფასი: 187 380 ლარი; ზრდა: 14 580 ლარი
პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე – კოეფიციენტი: 8.6; წლიური ხელფასი: 178 452 ლარი; ზრდა: 13 332 ლარი
პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – კოეფიციენტი: 8.3; წლიური ხელფასი: 172 602 ლარი; ზრდა: 13 242 ლარი
პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – კოეფიციენტი: 8.2; წლიური ხელფასი: 170 634 ლარი; ზრდა: 13 194 ლარი
პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე – კოეფიციენტი: 8.5; წლიური ხელფასი: 176 970 ლარი; ზრდა: 13 770 ლარი
პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – კოეფიციენტი: 8.1; წლიური ხელფასი: 168 507 ლარი; ზრდა: 12 987 ლარი
პარლამენტის წევრი – კოეფიციენტი: 8; წლიური ხელფასი: 166 560 ლარი; ზრდა: 12 960 ლარი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.