ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

“ოცნების“ 2027 წლის ბიუჯეტი ემსახურება მათთვის ძალაუფლების შენარჩუნებას - ეკონომისტები

თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ეკონომისტების კრიტიკის საგნად იქცა. მათი შეფასებით, ბიუჯეტი ძალაუფლების შენარჩუნებას და ბიუროკრატიული აპარატის შენახვას ემსახურება და არა ქვეყნის ფუნდამენტური პრობლემების მოგვარებას. დოკუმენტის მიხედვით, იზრდება უმაღლესი თანამდებობის პირების ხელფასები, ხოლო პენსიების ზრდა მინიმალურია.

“ოცნების“ 2027 წლის ბიუჯეტი ემსახურება მათთვის ძალაუფლების შენარჩუნებას - ეკონომისტები
“ოცნების“ 2027 წლის ბიუჯეტი ემსახურება მათთვის ძალაუფლების შენარჩუნებას - ეკონომისტებიTV პირველი

უფრო მეტი ხელფასი უმაღლესი თანამდებობის პირებს და მიზერული ნამატი პენსიონერებს - “ოცნებამ“ 2027 წლის ბიუჯეტში პრიორიტეტები განსაზღვრა.

დაფინანსება გაეზრდებათ სახელმწიფო უწყებებს. აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტრო ყველაზე ნაკლებ მზარდი სამინისტროს სამეულში მოხვდა.

როგორ გაანაწილა “ოცნებამ“ პრიორიტეტები - ეკონომისტები პირდაპირ ამბობენ, რომ ეს არის ბიუჯეტი, რომელიც ემსახურება “ოცნებისთვის“ ძალაუფლების შენარჩუნებას, ბიუროკრატიული აპარატის შენახვას და არა ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარებას.

ეს არის რეალური ბიუჯეტი, ფაქტობრივად, ერთ ადგილზე მდგომი ეკონომიკის, რომელიც ვერ ვითარდება, ეს ბიუჯეთი ჩვენ გვეუბნება, რომ “ქართულ ოცნებას“ არ აქვს პრიორიტეტები, ჩვენ რომ დეტალებში ჩავიხედავთ, დავინახავთ, რომ, მაგალითად, პენსიები იზრდება იმიტომ რომ, ეს კანონით არის გათვალისწინებული. ამ ბიუჯეტში ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ სახელმწიფოს დაუგროვდა, ან გაუჩნდა რესურსი, რომ ის გამოწვევები და პრობლემები, რის წინაშეც დგას მოსახლეობა, დაძლიოს. იგივე ავიღოთ ინფრასტრუქტურა, განათლება, სადაც გვაქვს მინიმალური, კოსმეტიკური ზრდა, რადგანაც მეტი რესურსი არ არის, ანუ, ეს არის უპრიორიტეტო ბიუჯეტი ეკონომიკის, რომელსაც როგორც მინიმუმ ფისკალურ ნაწილში მეტი რესურსი არ აქვს, რომ განავითაროს, ან სოციალურად დაუცველები დაიცვას, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.

“ეს ბიუჯეტი და პრიორიტებები გამოსულია ისევ და ისევ იმ ბიუროკრატიის ქათინაურისთვის, რაც აქამდე იყო“, - ამბობს ნიკოლოზ ალავიძე და მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი ისევ და ისევ ძალაუფლების შენარჩუნებას ხმარდება და არანაირად ხარისხობრივად თუნდაც საინვესტიციო აქტიურობას.

ეს ბიუჯეტი და პრიორიტებები გამოსულია ისევ და ისევ იმ ბიუროკრატიის ქათინაურისთვის, რაც აქამდე იყო. ეს გრძელდება, ჩვენ ვიცით, რომ სრულიად მორყეულია, სამწუხაროდ, ეს რეალობაა და მტკიცება არ არის ციდან და ჰაერიდან ჩამოვარდნილი ქვეყნის თავდაცვითი უნარების გაძლიერება. ჩვენ ვიცით, რომ ძალოვანი სტრუქტურების გაძლიერება და გაზრდილი ხარჯი და მათი ბონუსები და პრემიები იმიტომ ხდება, რომ უკანონო კანონების აღსრულებაზე თვალი დახუჭონ და ფინანსური მოტივაციით გააკეთონ. ძირითადი ნაწილი ხმარდება ისევ და ისევ ძალაუფლების შენარჩუნებას, ეს არ ხმარდება არანაირად ხარისხობრივად თუნდაც საინვესტიციო აქტიურობას, - განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ.

“ოცნება“ 70 წლამდე პენსიონერების პენსიას 20 ლარით, მინისტრების ხელფასს კი 1080-1350 ლარით ზრდის.

2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით 70 წლამდე პირების ასაკობრივი პენსია 5.4%-ით 370-დან 390 ლარამდე, ხოლო 70 და უფროსი ასაკის პირების 12.1%-ით 495-დან 555 ლარამდე იზრდება.

იზრდება საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაც, მათ შორის იზრდება უმაღლესი თანამდებობის პირთა ხელფასებიც.

2027 წლიდან პრემიერის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 16 000-დან 17 350 ლარამდე იზრდება.

ხელფასები გაეზრდებათ აგრეთვე მინისტრებს, მინისტრების მოადგილეებსა და მოსამართლეებს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს ბიუჯეტი და პრიორიტებები გამოსულია ისევ და ისევ იმ ბიუროკრატიის ქათინაურისთვის, რაც აქამდე იყო“
ნიკოლოზ ალავიძე
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.