ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ლილუაშვილის მოადგილე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიქართული ოცნება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე ლევან ახობაძე, რომელსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედება ბრალად, სასამართლომ 500 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ლილუაშვილის მოადგილე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ლილუაშვილის მოადგილე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდანეტგაზეთი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე, ლევან ახობაძე, რომელსაც ბრალი კორუფციულ დანაშაულში ედება და 22 მაისიდან დაკავებული იყო, სასამართლოს დარბაზიდან 500 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ლევან ახობაძეს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება. პატიმრობის [როგორც განაჩენის გამოტანამდე, აღკვეთის ღონისძიების სახის] გირაოთი შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, 1-ელ ოქტომბერს, მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო.

გამოძიების ინფორმაციით, ლევან ახობაძემ 2024 წელს, თანამდებობაზე ყოფნისას, მეწარმეს ქვეყნის საზღვარზე ჩამორთმეული 40 მილიონი რუსული რუბლის დაბრუნებაში დახმარების სანაცვლოდ 500 000 ლარის ოდენობით ქრთამი მოსთხოვა. საბოლოოდ, გრიგოლ ლილუაშვილის ჩარევით, თანხა განახევრდა და ახობაძეს ქრთამის სახით 250 000 ლარი მისსავე სამუშაო ოთახში გადაეცა.

ახობაძე განაჩენის გამოტანამდე ქვეყნის დატოვებას ვერ შეძლებს. ის ბრალს არ აღიარებს. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო აქამდე. დღევანდელ სხდომაზე კი პოზიცია საერთოდ არ დაუფიქსირებია.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში (სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი), 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

რაც შეეხება სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს, ის 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. ბრალად ედება ქრთამის აღება პროკურატურის წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.