საპატრულო პოლიციამ გერმანიის მიერ სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის ძებნილი ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში გერმანიის მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც მძიმე კატეგორიის დანაშაულები, მათ შორის გატაცება, გაუპატიურება და სხეულის დაზიანება ედავებიან. ამჟამად მათი საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე აჭარაში დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულები, გერმანიის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის გამოძალვის მიღების მიზნით ჩადენილი გატაცების, გაუპატიურებისა და სხეულის დაზიანების ბრალდებით იძებნებოდნენ.
„დაკავებულებმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთეს, ვიდრე მათზე ძებნა გამოცხადდებოდა. ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.