საზოგადოება · 16 სექტემბერი, 13:12
ბათუმში დააკავეს ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის იძებნებოდა.
„ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“ – წერს შსს.
ფოტოზე კადრი შს სამინისტროს ვიდეომასალიდან
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…