აჭარაში დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც, არასრულწლოვნზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა
შსს-ს ინფორმაციით, აჭარაში დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით თურქეთის მოთხოვნით და ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
“დაკავებული თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ბრალდებით იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა ძებნილი პირი აჭარაში დააკავეს.
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…