საზოგადოება · 14 ნოემბერი, 17:46
პროექტი „არაფორმალური განათლების ქსელი საქართველოში“ შემაჯამებელი ეროვნული ფორუმით დასრულდა
პროექტი „არაფორმალური განათლების ქსელი საქართველოში“, რომელმაც 500-მდე ახალგაზრდა გააერთიანა, შემაჯამებელი ეროვნული ფორუმით დასრულდა.

პროექტი „არაფორმალური განათლების ქსელი საქართველოში“ შემაჯამებელი ეროვნული ფორუმით დასრულდა.
ფინალურ ღონისძიებაზე 10 მუნიციპალიტეტის 25 კლუბის წევრებმა უკვე შესრულებული ინიციატივები და შედეგები შეაჯამეს.
პროექტი, რომელმაც 500-მდე ახალგაზრდა გააერთიანა, ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერითა და დებატებისა და განათლების ეროვნული ინსტიტუტის ორგანიზებით განხორციელდა.
ფორუმის დასასრულს წარმატებული კლუბები და მათი ლიდერები დაჯილდოვდნენ.
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…