"ნაციონალური მოძრაობა" ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ბრძანების გამცემების დასჯას ითხოვს
„ნაციონალური მოძრაობა“ ლევან ხაბეიშვილის ცემის საქმეზე ბრძანების გამცემების, მათ შორის გდდ-ს მაშინდელი ხელმძღვანელისა და შსს-ს მაშინდელი მინისტრის დასჯას ითხოვს. ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, მხოლოდ ორი სპეცრაზმელის 5-5 წლით დაპატიმრება ეფექტურ გამოძიებას არ ნიშნავს.

"ნაციონალური მოძრაობა" ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ბრძანების გამცემების დასჯას ითხოვს - დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ფავლენიშვილმნა განაცხადა, რომ მხოლოდ 2 სპეცრაზმელსი დასჯა და მათი 5-5 წლიან პატიმრობაში გაშვება ეფექტურ გამოძიებას არ ნიშნავს.
ფავლენიშვილის თქმით, აუცილებლად პასუხისგებაშია მისაცემი გდდ-ს მაშინდელი ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი და ასევე შსს-ს მაშინდელი მინისტრიც.
დღეს ვიხილეთ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც თითქოსდა დასაჯა ყველა ის ადამიანი, რომელიც მონაწილეობას იღებდა ლევან ხაბეიშვილის არა ცემაში, არამედ წამებაში და არაადამიანურ მოპყრობაში. ეს ორი ადამიანი უბრალოდ იყვნენ აღმსრულებლები, რომლებიც გაწირულები იქნენ რეჟიმის მიერ. სინამდვილეში თვითონ ლევან ხაბეიშვილი ამბობდა, თუ ვინ იყო მისი წამების მონაწილე. მონაწილეობას იღებდა გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი და სხვა მაღალჩინოსნები. ამიტომ შეუძლებელია ეს ყოფილიყო თვითშემოქმედება გდდ-ს კონკრეტული ჯგუფის. ეს იყო მაღალ, პოლიტიკურ დონეზე დაგეგმილი წამების ბრძანება, რომელიც მიიღო გდდ-ს ხელმძღვანელმა თავის დამქაშებთან ერთად, ამიტომ, ეს არ გახსლავთ ლევან ხაბეიშვილის საქმის გამოძიება და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება. პასუხისმგებკობა უდნა დაეკისროს ათეულობით ადამიანს და უნდა დაეკისროს წამების მუხლით, მათ შორის იმდროინდელ შსს-ს მინისტრს და მაშინდელ მარალჩინოსნებს. ამ დანაშაულზე რეალური სასჯელი დადგება ხელისუფლების ცვლილების შემდეგ", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილზე თავდამსხმელი სპეცრაზმელები 5-5 წლიან პატიმრობაში გაუშვეს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლების საქმეზე განაჩენი გუშინ გამოაცხადეს, მაგრამ პროცესზე არ ყოფილა არც ლევან ხაბეიშვილი და არც მისი ადვოკატი.
უფლებადამცველი ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ განაჩენის შესახებ პროკურორის სატელეფონო ზარით შეიტყო.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…