ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ავიაკომპანია Flydubai პილოტებთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ ისრაელში ფრენებს აჩერებს

ავიაკომპანია Flydubai-მ ისრაელის მიმართულებით ფრენები დროებით შეაჩერა. გადაწყვეტილება დაკავშირებულია ინციდენტთან, რომლის დროსაც თვითმფრინავის მეორე პილოტი სავარაუდოდ ლაინერის განზრახ ჩამოგდებას ცდილობდა, ხოლო პილოტებს შორის ჩხუბის გამო თვითმფრინავი საუდის არაბეთში ავარიულად დაეშვა.

ავიაკომპანია Flydubai პილოტებთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ ისრაელში ფრენებს აჩერებს
ავიაკომპანია Flydubai პილოტებთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ ისრაელში ფრენებს აჩერებსრუსთავი 2

ავიაკომპანია Flydubai-მ ისრაელის მიმართულებით და ისრაელიდან ყველა რეისის დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა. შეზღუდვა ინციდენტის გამოძიების დასრულებამდე იმოქმედებს, რომლის დროსაც თვითმფრინავის მეორე პილოტი სავარაუდოდ ლაინერის განზრახ ჩამოგდებას ცდილობდა. ინფორმაციას times of israel-ი ავრცელებს.

"ეს დროებითი შეჩერება კომპეტენტურ ორგანოებს საშუალებას მისცემს გააგრძელონ მუშაობა და დაადგინონ ინციდენტის ყველა გარემოებები. ჩვენ სრულად ვართ მზად, მხარი დავუჭიროთ მიმდინარე გამოძიებას და შევინარჩუნოთ უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები ჩვენს ქსელში", - განაცხადა flydubai-ს წარმომადგენელმა.

კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, შეჩერების გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის მიღების შესაბამისად გადაიხედება.

"ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მთავრობის შესაბამის ორგანოებთან, მარეგულირებელ უწყებებთან და აეროპორტის საქმიანობაში ჩართულ შესაბამის მხარეებთან. დამატებითი ინფორმაციის მიღების შესაბამისად, გადავხედავთ შეჩერების გადაწყვეტილებას", - დასძინა კომპანიის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, Fly Dubai-ის თვითმფრინავი პილოტებს შორის მომხდარი ჩხუბის გამო საუდის არაბეთში ავარიულად დაეშვა. ინციდენტის დროს, ერთ-ერთმა პილოტმა მეორეს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს დროებითი შეჩერება კომპეტენტურ ორგანოებს საშუალებას მისცემს გააგრძელონ მუშაობა და დაადგინონ ინციდენტის ყველა გარემოებები. ჩვენ სრულად ვართ მზად, მხარი დავუჭიროთ მიმდინარე გამოძიებას და შევინარჩუნოთ უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები ჩვენს ქსელში“
„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მთავრობის შესაბამის ორგანოებთან, მარეგულირებელ უწყებებთან და აეროპორტის საქმიანობაში ჩართულ შესაბამის მხარეებთან. დამატებითი ინფორმაციის მიღების შესაბამისად, გადავხედავთ შეჩერების გადაწყვეტილებას“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მედია: დუბაი - თელ-ავივის რეისზე ერთმა პილოტმა მეორეს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ერთ-ერთი პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა, თუმცა მგზავრებმა სიტუაციის განმუხტვა შეძლეს. ისრაელის ხელისუფლება მომხდარს ტერაქტად განიხილავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები