ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

დუბაი-თელ-ავივის რეისზე, რომელიც საუდის არაბეთში საგანგებოდ დაეშვა, მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთ მთავარ ვერსიად ტერაქტი განიხილება. მედიის ცნობით, საუდის არაბეთში იკვლევენ მეორე პილოტის ქმედებას, რომელმაც სავარაუდოდ კაპიტანი დაჭრა და თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, თუმცა ოფიციალური დადასტურება ჯერ არ არსებობს.

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ
დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენტაბულა

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის თანახმადაც, ავიაკომპანია flydubai-ის დუბაი-თელ-ავივის რეისზე მომხდარი საგანგებო სიტუაცია ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო, თუმცა ამის დაზუსტებით თქმა ჯერჯერობით შეუძლებელია.

თვითმფრინავი საუდის არაბეთში საპილოტო კაბინაში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ დაეშვა.

ებრაულ მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ცნობებით, საუდის არაბეთის ხელისუფლება ადგილზე იძიებს ომანელი მეორე პილოტის ქმედებას, რომელმაც, სავარაუდოდ, კაპიტანს, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეა, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა.

პარალელურად, განიხილება სხვა ვერსიებიც, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა.

მომხდარის გარემოებებთან დაკავშირებით ისრაელის, საუდის არაბეთის ან საამიროების ოფიციალურ სტრუქტურებს ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებიათ.

flydubai-ის თვითმფრინავში, რომელიც საუდის არაბეთში საგანგებოდ დაეშვა, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პილოტების მეორე ეკიპაჟიც იმყოფებოდა, - იუწყება მე-12 არხი. მედიასაშუალების ცნობით, სწორედ ამ მგზავრებმა აღკვეთეს ერთ-ერთი პილოტის მიერ თვითმფრინავზე კონტროლის დამყარების მცდელობა.

აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

საინფორმაციო გამოცემა Walla-ს მონაცემებით, პილოტი, რომლის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს, ომანის მოქალაქეა.

რეისის ერთ-ერთმა მგზავრმა მე-12 არხთან საუბარში განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ ბორტზე ტერორისტის უვნებელყოფაში მიიღო მონაწილეობა.

მგზავრი ყვება, რომ საპილოტე კაბინაში მყოფმა ეკიპაჟის წევრმა თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, თუმცა იგი მგზავრებმა შეაჩერეს.

"ვიღაცამ დაიყვირა: "დაჭრეს!", ჩემი მეუღლე მაშინვე მიხვდა, რაც ხდებოდა, თვითმფრინავის წინა ნაწილისკენ გაიქცა და სხვა ებრაელებთან ერთად ტერორისტი გააუვნებელყო", - ამბობს იგი.

მგზავრის თქმით, პილოტს ცივი იარაღით ჰქონდა ჭრილობები მიყენებული და დიდი ოდენობით სისხლი დაკარგა.

ვიდეოჩანაწერში, რომელიც ოჯახისთვის არის განკუთვნილი, კიდევ ერთი მგზავრი მამაკაცი საუბრობს ტერორისტზე, რომელიც თვითმფრინავზე კონტროლის დამყარებას ცდილობდა. იგი აცხადებს, რომ თავდამსხმელის შეკავებაში მონაწილეობდა. მგზავრის თქმით, მათ თავმდამსხმელი გაკოჭეს.

flydubai-ის თვითმფრინავში მომხდარი შეტაკების შემდეგ გადაღებულ სხვა კადრებში სისხლიანი სახით მყოფი მგზავრი კამერას მიმართავს: "აქ თვითმფრინავის გატაცების პროცესში ვიმყოფებით. ამ დროისთვის ტერორისტები შევაკავეთ, დაჯდომას ვუახლოვდებით. ვინც მისმენთ, დახმარება გვჭირდება.

თაბუქში ვეშვებით, როგორც ჩანს, საუდის არაბეთში. უცნობ, გაურკვეველ ადგილას. პილოტის გარდა, თვითმფრინავში ყველა უვნებელია. დახმარება გვჭირდება". ფოტომასალის თანახმად, საუდის არაბეთში, თაბუქის აეროპორტში დაშვებულ flydubai-ის ხომალდს, სავარაუდოდ, კუდის ნაწილის სტაბილიზატორი დაუზიანდა.

ცნობისთვის, 30 სექტემბერს, დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალმა სამგზავრო თვითმფრინავმა საგანგებო სიგნალები გადასცა და საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში უკან შემობრუნდა.

ფრენების თვალთვალის მონაცემების თანახმად, flydubai-ს ბორტმა თავდაპირველად გადასცა საერთაშორისო საგანგებო კოდი "7700". მალევე კი გაიგზავნა კოდი "7500", რაც თვითმფრინავის გატაცებას ან მასში უკანონო ჩარევას აღნიშნავს. თვითმფრინავი ქალაქ თაბუქის აეროპორტში დაეშვა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვიღაცამ დაიყვირა: "დაჭრეს!", ჩემი მეუღლე მაშინვე მიხვდა, რაც ხდებოდა, თვითმფრინავის წინა ნაწილისკენ გაიქცა და სხვა ებრაელებთან ერთად ტერორისტი გააუვნებელყო“
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა FlyDubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა ტერორისტულ მცდელობად შეაფასაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები