"დამნაშავე პილოტი დაკავებულია... მუდმივ კონტაქტზე ვართ, რათა მგზავრების უსაფრთხოება სრულად უზრუნველვყოთ" - ბენიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვა გაავრცელა Flydubai-ს ბორტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სადაც ერთ-ერთმა პილოტმა მეორე პილოტი დაჭრა და, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა. მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების ჩარევით ხომალდის დასტაბილურება მოხერხდა, ხოლო თავდამსხმელი პილოტი საუდის არაბეთში დააკავეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვა გაავრცელა და Flydubai-ს ბორტზე განვითარებულ მოვლენებს "განსაკუთრებით მძიმე უსაფრთხოების ინციდენტი" უწოდა. მისი თქმით, ის პირადად ესაუბრა ბორტზე მყოფ ერთ-ერთ ისრაელელ მგზავრს.
"ერთ-ერთმა პილოტმა მეორე პილოტს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და, სავარაუდოდ, თვითმფრინავის მგზავრებთან ერთად ჩამოგდებას ცდილობდა", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
პრემიერის თქმით, მგზავრმა მას უთხრა, რომ ამის გამო თვითმფრინავი "უკონტროლო ვარდნაში" შევიდა.
"მან [მგზავრმა] ეკიპაჟის ერთ წევრთან ერთად კაბინის კარის გატეხვა შეძლო. მათ ერთად გაანეტრალეს თავდამსხმელი პილოტი, რომელიც თვითმფრინავის მართვის სისტემის მწყობრიდან გამოყვანას ცდილობდა. კაბინაში ეკიპაჟის სხვა წევრებიც შევიდნენ და ხომალდის დასტაბილურება შეძლეს".
ნეთანიაჰუს თქმით, დამნაშავე პილოტი დაკავებულია.
"ის ამჟამად საუდის არაბეთის შესაბამისი უწყებების მიერ იკითხება. მუდმივ კონტაქტზე ვართ კომპეტენტურ ორგანოებთან, რათა მგზავრების უსაფრთხოება და მათი სახლში უსაფრთხოდ დაბრუნება სრულად უზრუნველვყოთ", - აღნიშნა მან.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მან უსაფრთხოების ძალებს დაავალა, რომ შესაძლო სხვა საფრთხეების შესაკავებლადაც სრულ მზადყოფნაში იყვნენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რადიო თავისუფლებადუბაი-თელ-ავივის ავიარეისზე ინციდენტის გამო ტერაქტის მცდელობის ვერსია არსებობს
- რუსთავი 2ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ Fly dubai-ს რეისზე მომხდარი ინციდენტი შესაძლოა ტერორისტული თავდასხმის მცდელობა ყოფილიყო - Reuters
- ტაბულანეთანიაჰუ: მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ეჭვმიტანილ პილოტს თვითმფრინავის ჩამოგდება სურდა
- რადიო თავისუფლებათვითმფრინავში ინციდენტის გამო flydubai დროებით წყვეტს ავიარეისებს ისრაელში
- რუსთავი 2ავიაკომპანია Flydubai პილოტებთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ ისრაელში ფრენებს აჩერებს
ციტატები სტატიიდან
„ერთ-ერთმა პილოტმა მეორე პილოტს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და, სავარაუდოდ, თვითმფრინავის მგზავრებთან ერთად ჩამოგდებას ცდილობდა“
„მან [მგზავრმა] ეკიპაჟის ერთ წევრთან ერთად კაბინის კარის გატეხვა შეძლო. მათ ერთად გაანეტრალეს თავდამსხმელი პილოტი, რომელიც თვითმფრინავის მართვის სისტემის მწყობრიდან გამოყვანას ცდილობდა. კაბინაში ეკიპაჟის სხვა წევრებიც შევიდნენ და ხომალდის დასტაბილურება შეძლეს“
„ის ამჟამად საუდის არაბეთის შესაბამისი უწყებების მიერ იკითხება. მუდმივ კონტაქტზე ვართ კომპეტენტურ ორგანოებთან, რათა მგზავრების უსაფრთხოება და მათი სახლში უსაფრთხოდ დაბრუნება სრულად უზრუნველვყოთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…