დუბაი-თელ-ავივის ავიარეისზე ინციდენტის გამო ტერაქტის მცდელობის ვერსია არსებობს
არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია FlyDubai-ს დუბაი-თელ-ავივის რეისის თვითმფრინავი იძულებით დაეშვა საუდის არაბეთში, ტაბუკის აეროპორტში, ბორტზე მომხდარი ინციდენტის გამო. მედიის ცნობით, პილოტებს შორის შესაძლო დაპირისპირება მოხდა, ხოლო ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საგანგებო სხდომა მოიწვია.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია FlyDubai-ს სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც დუბაი-თელ-ავივის რეისს ასრულებდა, 30 სექტემბერს დილით განგაშის სიგნალი გაგზავნა, შემდეგ კი იძულებული გახდა საუდის არაბეთში, ტაბუკის აეროპორტში დაშვებულიყო. თვითმფრინავში 170-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
ავიაკომპანიამ ბორტზე „არასაშტატო სიტუაცია“ დაადასტურა და განაცხადა, რომ მგზავრები უსაფრთხოდ არიან და მათთვის სარეზერვო თვითმფრინავი გაგზავნეს. კომპანიას არ დაუკონკრეტებია, რა ინციდენტი მოხდა თვითმფრინავში.
ისრაელის და დასავლეთის მედიასაშუალებების ცნობით, თვთმფრინავის პილოტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო. ისრაელის მე-12 არხმა და გამოცემა Ynet-მა სპეცსამსახურებში თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ მეორე პილოტმა თვითმფრინავზე კონტროლის მოპოვება და მისი ჩამოგდება სცადა, რასაც წინააღმდეგობა გაუწია პირველმა პილოტმა და შემდეგ ზოგიერთმა მგზავრმაც.
ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.
გამოცემა Times of Israel-ი წერს, რომ თვითმფრინავის ბორტზე გადაღებულ ვიდეოში ჩანს დაჭრილი(სავარაუდოდ, დანით) პირველი პილოტი, რომელსაც მგზავრები უვლიან და გაკოჭილი მეორე პილოტი, რომელიც სავარაუდოდ, უგონოდაა.
ინციდენტის გამო ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საგანგებო სხდომა მოიწვია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ Fly dubai-ს რეისზე მომხდარი ინციდენტი შესაძლოა ტერორისტული თავდასხმის მცდელობა ყოფილიყო - Reuters
- რუსთავი 2"დამნაშავე პილოტი დაკავებულია... მუდმივ კონტაქტზე ვართ, რათა მგზავრების უსაფრთხოება სრულად უზრუნველვყოთ" - ბენიამინ ნეთანიაჰუ
- ტაბულანეთანიაჰუ: მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ეჭვმიტანილ პილოტს თვითმფრინავის ჩამოგდება სურდა
- რადიო თავისუფლებათვითმფრინავში ინციდენტის გამო flydubai დროებით წყვეტს ავიარეისებს ისრაელში
- რუსთავი 2ავიაკომპანია Flydubai პილოტებთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ ისრაელში ფრენებს აჩერებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…