პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ Fly dubai-ს რეისზე მომხდარი ინციდენტი შესაძლოა ტერორისტული თავდასხმის მცდელობა ყოფილიყო - Reuters

ისრაელის ოფიციალური პირების შეფასებით, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ისრაელში მიმავალი Fly dubai-ს რეისზე მომხდარი ინციდენტი შესაძლოა ტერორისტული თავდასხმის მცდელობა ყოფილიყო. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავზე საგანგებო სიგნალის გაცემის მიზეზი პილოტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გახდა, რის შემდეგაც თვითმფრინავი საუდის არაბეთში ავარიულად დაეშ.

ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ Fly dubai-ს რეისზე მომხდარი ინციდენტი შესაძლოა ტერორისტული თავდასხმის მცდელობა ყოფილიყო - Reuters
რუსთავი 2

ისრაელის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ისრაელში მიმავალი Fly dubai-ს რეისის ინციდენტი, რომელიც განგაშის სიგნალის გაცემის შემდეგ საუდის არაბეთში ავარიულად დაეშვა, შესაძლოა, ერთ-ერთი პილოტის მიერ ტერორისტული თავდასხმის მცდელობა ყოფილიყო, - ამის შესახებ Reuters-ი ორ წყაროზე დაყრდნობით წერს.

მედიის ინფორმაციით, ორმა ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, მეორე პილოტმა კაპიტანს დანა დაარტყა, რის შემდეგაც ბორტგამცილებლები კაბინაში შევიდნენ და თვითმფრინავზე კონტროლი აიღეს.

მანამდე ერთ-ერთმა ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს განუცხადა, რომ თვითმფრინავმა საგანგებო სიგნალები მას შემდეგ გაუშვა, რაც პილოტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაახლოებით იმ დროს, როდესაც თვითმფრინავი საუდის არაბეთში დაეშვა, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის წარმომადგენელმა დორონ სპილმანმა Reuters განუცხადა, რომ არსებული ვითარება არ მიუთითებს თვითმფრინავის გატაცებაზე და ვითარება შეაფასა, როგორც "სხვა ხასიათის ინციდენტი".

გამოცემის ინფორმაციით, მან მაშინვე არ უპასუხა შემდგომ კითხვას იმის შესახებ, განიხილავდა თუ არა ისრაელი ინციდენტს, როგორც ტერორისტულ თავდასხმას.

ორმა ოფიციალურმა პირმა, რომლებმაც ჟურნალისტებს ინფორმაცია ანონიმურობის პირობით მიაწოდეს, განაცხადეს, რომ ისრაელის ამჟამინდელი შეფასებით, ეს ინციდენტი იყო "ტერორისტული თავდასხმის მცდელობა" და არ იყო დაკავშირებული არც ერთი პილოტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რაიმე პრობლემასთან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 3
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიდუბაი-თელ-ავივის ავიარეისზე ინციდენტის გამო ტერაქტის მცდელობის ვერსია არსებობს
  2. რუსთავი 2სამთავრობო"დამნაშავე პილოტი დაკავებულია... მუდმივ კონტაქტზე ვართ, რათა მგზავრების უსაფრთხოება სრულად უზრუნველვყოთ" - ბენიამინ ნეთანიაჰუ
  3. ტაბულაოპოზიციურინეთანიაჰუ: მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ეჭვმიტანილ პილოტს თვითმფრინავის ჩამოგდება სურდა
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციურითვითმფრინავში ინციდენტის გამო flydubai დროებით წყვეტს ავიარეისებს ისრაელში
  5. რუსთავი 2სამთავრობოავიაკომპანია Flydubai პილოტებთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ ისრაელში ფრენებს აჩერებს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სისხლიანი დაპირისპირება პილოტების კაბინაში - რა მოხდა Flydubai-ის ბორტზე?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები