ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

მედია: დუბაი - თელ-ავივის რეისზე ერთმა პილოტმა მეორეს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ერთ-ერთი პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა, თუმცა მგზავრებმა სიტუაციის განმუხტვა შეძლეს. ისრაელის ხელისუფლება მომხდარს ტერაქტად განიხილავს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიმავალი Fly Dubai-ს თვითმფრინავის ბორტზე ერთმა პილოტმა მეორეს დანით ჭრილობები მიაყენა. მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების ჩარევით თავდამსხმელის შეჩერება მოხერხდა. ისრაელის ხელისუფლება მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავს.

მედია: დუბაი - თელ-ავივის რეისზე ერთმა პილოტმა მეორეს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ერთ-ერთი პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა, თუმცა მგზავრებმა სიტუაციის განმუხტვა შეძლეს. ისრაელის ხელისუფლება მომხდარს ტერაქტად განიხილავს
მედია: დუბაი - თელ-ავივის რეისზე ერთმა პილოტმა მეორეს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ერთ-ერთი პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა, თუმცა მგზავრებმა სიტუაციის განმუხტვა შეძლეს. ისრაელის ხელისუფლება მომხდარს ტერაქტად განიხილავსიმედინიუსი

ავიაკომპანია Fly Dubai-ს კუთვნილი თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიფრინავდა, ერთმა პილოტმა მეორეს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ინფორმაციას ისრაელის მე-12 არხის ჟურნალისტი ამიტ სეგალი ავრცელებს.

მისი განცხადებით, ისრაელის ხელისუფლება მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავს. არ არის გამორიცხული, რომ ერთ-ერთი პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა, თუმცა ბორტზე მყოფმა მგზავრებმა სიტუაციის განმუხტვა შეძლეს.

„ვითარების შეფასებისა და მგზავრების ჩვენებების საფუძველზე, ისრაელი მომხდარს სრულმასშტაბიან ტერორისტულ თავდასხმად განიხილავს. არსებული ინფორმაციით, მეორე პილოტმა კაპიტანს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. თავდასხმიდან მალევე ეკიპაჟის რამდენიმე წევრი და მგზავრი კაბინაში შეიჭრა და თავდამსხმელის შეჩერება შეძლო.

ერთ-ერთი მაღალი რანგის ოფიციალური პირის განცხადებით, მეორე პილოტს ამჟამად კითხავენ. სულ უფრო მეტი გარემოება მიუთითებს, რომ მას თვითმფრინავზე კონტროლის დამყარება და ბორტზე მყოფ მგზავრებთან ერთად მისი ჩამოგდება ჰქონდა განზრახული“, - წერს ჟურნალისტი.

ამასთან, სოციალურ ქსელში ვრცელდება ბორტზე გადაღებული ფოტომასალა, რომელზეც რამდენიმე ადამიანია გამოსახული, რომლებსაც მაისური სისხლით აქვთ დასვრილი.

On the plane https://t.co/Fr79rrbwAL pic.twitter.com/jpBfproQkM

— Amit Segal (@AmitSegal) September 30, 2026

ცნობისთვის, დღეს დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალმა თვითმფრინავმა საგანგებო მდგომარეობის შესახებ სიგნალი აამოქმედა და საუდის არაბეთის თავზე ფრენისას კურსი შეცვალა. თვითმფრინავმა თავდაპირველად საერთაშორისო საგანგებო სიგნალი კოდით 7700 გააგზავნა. მოგვიანებით კი კოდი 7500 გადასცა, რაც თვითმფრინავის გატაცებას ან სხვა სახის უკანონო ჩარევას ნიშნავს. მედიის ცნობით, ინციდენტის მიზეზი რუს და უკრაინელ პილოტებს შორის ჩხუბი გახდა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვითარების შეფასებისა და მგზავრების ჩვენებების საფუძველზე, ისრაელი მომხდარს სრულმასშტაბიან ტერორისტულ თავდასხმად განიხილავს. არსებული ინფორმაციით, მეორე პილოტმა კაპიტანს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. თავდასხმიდან მალევე ეკიპაჟის რამდენიმე წევრი და მგზავრი კაბინაში შეიჭრა და თავდამსხმელის შეჩერება შეძლო. ერთ-ერთი მაღალი რანგის ოფიციალური პირის განცხადებით, მეორე პილოტს ამჟამად კითხავენ. სულ უფრო მეტი გარემოება მიუთითებს, რომ მას თვითმფრინავზე კონტროლის დამყარება და ბორტზე მყოფ მგზავრებთან ერთად მისი ჩამოგდება ჰქონდა განზრახული“
ამიტ სეგალი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.