ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

დონალდ ტრამპი - დიდებული დღეა ამერიკისთვის, ერაყს ვტოვებთ შესანიშნავი პრემიერ-მინისტრის ხელში - ჩვენ ხალიფატის წინააღმდეგ საბრძოლველად მოვედით, ხალიფატი აღარ არსებობს და ჩვენ სახლში მივდივართ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკული ძალები ერაყს ტოვებენ. მისი თქმით, ქვეყანა ახალი პრემიერ-მინისტრის, ალი ალ-ზაიდის ხელში რჩება, ხოლო აშშ-ის მისია ხალიფატის წინააღმდეგ დასრულებულია.

დონალდ ტრამპი - დიდებული დღეა ამერიკისთვის, ერაყს ვტოვებთ შესანიშნავი პრემიერ-მინისტრის ხელში - ჩვენ ხალიფატის წინააღმდეგ საბრძოლველად მოვედით, ხალიფატი აღარ არსებობს და ჩვენ სახლში მივდივართ
დონალდ ტრამპი - დიდებული დღეა ამერიკისთვის, ერაყს ვტოვებთ შესანიშნავი პრემიერ-მინისტრის ხელში - ჩვენ ხალიფატის წინააღმდეგ საბრძოლველად მოვედით, ხალიფატი აღარ არსებობს და ჩვენ სახლში მივდივართინტერპრესნიუსი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აშშ-ის შეიარაღებული ძალების ერაყიდან გასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ეს დიდებული დღეა ამერიკისთვის“.

მისი თქმით, აშშ ერაყს შესანიშნავი პრემიერ-მინისტრის ხელში ტოვებს, რომელსაც თავიდანვე უჭერდა მხარს. დონალდ ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ ახალი პრემიერი შეძლებს საქმეებთან გამკლავებას და დასძენს, რომ აშშ ერაყში ხალიფატის წინააღმდეგ საბრძოლველად შევიდა და ხალიფატი აღარ არსებობს.

“დღეს მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ამერიკული ძალების ბოლო ნაწილები ტოვებენ ერაყს! დიდი დრო გავიდა და ძალიან ცუდმა გადაწყვეტილებამ თავდაპირველად ჩაგვაგდო ამ ჩიხურ მდგომარეობაში, თუმცა მალე ეს ყველაფერი ისტორიის ნაწილი იქნება. ეს დიდებული დღეა ამერიკისთვის და, რაც მნიშვნელოვანია, ერაყს ვტოვებთ ახალი, შესანიშნავი პრემიერ-მინისტრის, ალი ალ-ზაიდის, ხელში, რომელსაც თავიდანვე ვუჭერდი მხარს. მან არჩევნები მოიგო, სადაც არავინ ელოდა მის გამარჯვებას, თანაც დამაჯერებელი უპირატესობით!..

არჩევანი მქონდა დავრჩენილიყავით ან წავსულიყავით და უდავოა, რომ ამერიკისთვის სახლში წასვლის დრო იყო! პრემიერ-მინისტრი ალ-ზაიდი შესანიშნავია და იმედია შეძლებს საქმეებთან კარგად გამკლავებას. ჩვენ ხალიფატის წინააღმდეგ საბრძოლველად მოვედით. ხალიფატი აღარ არსებობს. ჩვენ სახლში მივდივართ!”, - წერს ტრამპი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს დიდებული დღეა ამერიკისთვის“
დონალდ ტრამპი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.