,,ასეთ სურათს ვინც ვერ გააძრობს ჩემი და ჩემი “პაკალენიის” ხალხი, ნაღდ თბილისელობაზე არ ჰქონდეს პრეტენზია” – ,,უცნობი”
გია გაჩეჩილაძე („უცნობი“) სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მის თაობაში, ვისაც ცხენზე გადაღებული სურათი არ აქვს, „ნაღდ თბილისელობაზე“ პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს.

გია გაჩეჩილაძე ფოტოს აქვეყნებს და წერს:
,,იცით, რა ვიფიქრე? ამ ცხენზე გადაღებულ სურათს ვინც ვერ გააძრობს ჩემი და ჩემი “პაკალენიის” ხალხი, ნაღდ თბილისელობაზე არ ჰქონდეს პრეტენზია იმენა ყველას გადაღებული გვაქვს მაშინდელ თბილისელებს და დავადგენთ, ვინ ვინ არის
ახლა სერიოზულად:
გააძრეთ რა ამ ცხენზე გადაღებული სურათები, ფიფოლ,
და გავაკეთოთ ერთი ვაგონი მიქრის ამ ცხენზე გადაღებული სურათებით
ეს თბილისია და შესაბამისად ეს საქართველოაააა…”

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…