ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აშშ-მა ერაყიდან სამხედრო ძალების გაყვანის პროცესი დაასრულა

აშშ-მა და კოალიციურმა პარტნიორებმა ერაყში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის 12-წლიანი სამხედრო მისია დაასრულეს და სამხედრო ძალების გაყვანის პროცესი დაასრულეს.

აშშ-მა ერაყიდან სამხედრო ძალების გაყვანის პროცესი დაასრულა
აშშ-მა ერაყიდან სამხედრო ძალების გაყვანის პროცესი დაასრულაინტერპრესნიუსი

აშშ-მა ერაყიდან სამხედრო ძალების გაყვანის პროცესი დაასრულა, - ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

პენტაგონის განცხადებით, აშშ-მა და კოალიციურმა პარტნიორებმა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის 12-წლიანი სამხედრო მისია დაასრულეს.

პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის თქმით, „ერბილის ავიაბაზიდან კოალიციური სამხედრო ძალებისა და აღჭურვილობის ორგანიზებული გასვლა იმ სამხედრო მისიის წარმატებულ დასასრულს აღნიშნავს, რომელმაც ერაყში „ისლამური სახელმწიფო“ დაამარცხა“.

„ასევე, ეს აღნიშნავს გადასვლას ომის პერიოდის კოალიციური მისიიდან ერაყის ხელმძღვანელობით მოქმედ უსაფრთხოების ძალისხმევაზე, რომელსაც მხარს ბუნებრივი ორმხრივი უსაფრთხოების ურთიერთობები უჭერს“, - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ და ერაყი სამხედრო მისიის დასრულების შესახებ 2024 წელს შეთანხმდნენ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ერბილის ავიაბაზიდან კოალიციური სამხედრო ძალებისა და აღჭურვილობის ორგანიზებული გასვლა იმ სამხედრო მისიის წარმატებულ დასასრულს აღნიშნავს, რომელმაც ერაყში „ისლამური სახელმწიფო“ დაამარცხა“
შონ პარნელი
„ასევე, ეს აღნიშნავს გადასვლას ომის პერიოდის კოალიციური მისიიდან ერაყის ხელმძღვანელობით მოქმედ უსაფრთხოების ძალისხმევაზე, რომელსაც მხარს ბუნებრივი ორმხრივი უსაფრთხოების ურთიერთობები უჭერს“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
"ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" ერაყიდან აშშ-ის ჯარების გაყვანას ისტორიული გამარჯვება უწოდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები