ერაყის პრემიერს შიიტთა დაჯგუფების ქვეყნიდან განდევნა სურს
ერაყის ხელისუფლება „ქათაიბ ჰეზბოლასგან“ საყრდენი პუნქტის დატოვებასა და ჯარის შეშვებას მოითხოვს, რაზეც დაჯგუფების მეთაურმა განაცხადა, რომ სანამ ცოცხლები არიან, ეს არ მოხდება.

41 წლის ბიზნესმენმა ალ-ზაიდიმ უსაფრთხოების ძალებს დაავალა, მოემზადონ ერაყში ირანის ყველაზე ძლიერი მოკავშირის — „ქათაიბ ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სამოქმედოდ.
ოფიციალური პირების ბრალდების თანახმად, ეს დაჯგუფება მართავდა კონტრაბანდულ ქსელს, რომლის მეშვეობითაც ასობით მილიონი დოლარის ღირებულების სახელმწიფო ნავთობს ითვისებდნენ.
„ქათაიბ ჰეზბოლამ“, რომელიც შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად არის მიჩნეული, კონტრაბანდასთან დაკავშირებული ბრალდებები უარყო.
„ქათაიბ ჰეზბოლა“ არ დატოვებს თავის საყრდენ პუნქტს ბაღდადის მახლობლად, განუცხადა AFP-ს სამშაბათს მეთაურმა მას შემდეგ, რაც ერაყის ხელისუფლებამ ირანის მიერ მხარდაჭერილ მებრძოლ დაჯგუფებას უკან დახევისა და ტერიტორიაზე არმიის შესვლის დაშვებისკენ მოუწოდა. “„ეს არასოდეს მოხდება, სანამ ცოცხლები ვართ,“- განაცხადა აბუ თალებ ალ-საიდიმ ბაღდადის სამხრეთით, ჯურფ ალ-საჰარში მდებარე მათ საყრდენ პუნქტში პრესის ვიზიტის დროს.
„ქათაიბის“ დასაყრდენი პუნქტი ბაღდადიდან სამხრეთით დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარეობს. იქ ჩატარებული გამოძიების შედეგად, უსაფრთხოებისა და ნავთობის სექტორის ცხრა მაღალჩინოსანი თანამდებობიდან იქნა გათავისუფლებული.
ზაიდიმ სამხედრო და უსაფრთხოების სამსახურების მეთაურებს უბრძანა, ქალაქის გარშემო დამატებითი ძალები განათავსონ და მოემზადონ სამთავრობო ჯარების ქალაქში შესასვლელად.
ზაიდი ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როდესაც 2003 წელს აშშ-ის შეჭრის შედეგად ერაყის დიქტატორი სადამ ჰუსეინი დაამხეს. მას შემდეგ პოლიტიკური ძალაუფლება შიიტური უმრავლესობის პარტიებმა იგდეს ხელში, რომლებსაც ირანთან მრავალწლიანი კავშირები აქვთ.
აპრილში, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ გამოუცხადა წინააღმდეგობა ყოფილი პრემიერმინისტრის, ნური ალ-მალიქის ხელისუფლებაში დაბრუნებას, შიიტურმა დაჯგუფებებმა, რომლებზეც ირანს სხვადასხვა ხარისხის გავლენა აქვს, კომპრომისულ კანდიდატად ზაიდი შეარჩიეს.
ტრამპმა ზეწოლა მოახდინა ზაიდიზე, რათა მას განეიარაღებინა ის მებრძოლი დაჯგუფებები, რომლებიც ირანის წინააღმდეგ თებერვალში შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ დაწყებული ომის საპასუხოდ და თეირანთან სოლიდარობის ნიშნად თავს ესხმოდნენ აშშ-ის ჯარებსა და ობიექტებს საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…