ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

Reuters: აშშ-ის ჯარები ერაყს ორი ათწლეულის შემდეგ ტოვებენ, რაც ირანისთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს

აშშ-ის ჯარები ერაყში ბოლო ბაზებს ტოვებენ, რაც ორი ათწლეულიანი სამხედრო ყოფნის დასრულებაა. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ნაბიჯი შესაძლოა ირანსა და მის მოკავშირეებს რეგიონში გავლენის გაზრდის საშუალებას აძლევდეს, ხოლო ისლამურ სახელმწიფოს პოზიციების აღდგენის რისკებს აჩენდეს.

Reuters: აშშ-ის ჯარები ერაყს ორი ათწლეულის შემდეგ ტოვებენ, რაც ირანისთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს
Reuters: აშშ-ის ჯარები ერაყს ორი ათწლეულის შემდეგ ტოვებენ, რაც ირანისთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენსრუსთავი 2

30 სექტემბერს, ამერიკელი ჯარისკაცები ერაყში ბოლო ბაზებს დატოვებენ, რაც ირანისა და მისი მოკავშირეების გამარჯვებად მიიჩნევა. მათ ამჟამად მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ ქვეყანაში, სადაც, ორ ათწლეულზე მეტხნიანი ომის შედეგად, 4 500 ამერიკელი დაიღუპა, - წერს Reuters-ი.

ერაყელი უსაფრთხოების ექსპერტების თქმით, ეს გასვლა - რომელიც 2024 წელს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს შეთანხმდა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ახორციელებს მაშინაც კი, როდესაც ის ირანთან ომს აწარმოებს - შესაძლოა თეირანსა და მის ძლიერ მოკავშირეებს მოქმედების თავისუფლება მისცეს და, ამასთანავე, აშშ-ის სხვა მტრებს, მათ შორის "ისლამურ სახელმწიფოს", დაბრუნების და საკუთარი პოზიციების აღდგენის შესაძლებლობა მისცეს.

"ირანს სტრატეგიული თვალსაზრისით შეუძლია სარგებელი მიიღოს კოალიციის ძალების გასვლით, რადგან ეს ქვეყანაში უცხო ქვეყნის სამხედრო ძალების არსებობას გააუქმებს, რომლებიც წლების განმავლობაში ერაყში თეირანის გავლენის საპირწონედ მოქმედებდნენ", - განაცხადა ჯასიმ ალ-ბაჰადლიმ, ერაყელმა უსაფრთხოების ანალიტიკოსმა, რომელიც ირანთან დაახლოებული შიიტური შეიარაღებული ჯგუფების შესწავლაზეა სპეციალიზებული.

მისი პროგნოზით, ირანის მხარდამჭერი დაჯგუფებები ამ გასვლას არა მხოლოდ თავიანთი მოძრაობის გამარჯვებად წარმოაჩენენ, არამედ "ეცდებიან, ეს იმპულსი უსაფრთხოებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე უფრო დიდი გავლენის მოსაპოვებლად გამოიყენონ".

ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული კოალიციის - "ერაყის ისლამური წინააღმდეგობის" ერთ-ერთმა მეთაურმა აბუ მოჯთაბა ალ-იასირიმ, აშშ-ის გასვლას "ერაყის ისლამური წინააღმდეგობის ჯგუფებისა და ღირსეული ერაყელების ისტორიული გამარჯვება და ამერიკული პროექტის გამანადგურებელი მარცხი" უწოდა.

"30 სექტემბერს ჩვენ აღვნიშნავთ ერაყის ისტორიის ბნელი თავის დასასრულს და ოკუპაციის მარცხს - იმას, რომ მათ ვერ შეძლეს ჩვენი ქვეყნისთვის საკუთარი ნების თავს მოხვევა. ერაყმა დაამტკიცა, რომ მისი სუვერენიტეტი არა უცხო ძალებით, არამედ მისი ხალხის წინააღმდეგობითა და ნებით არის უზრუნველყოფილი", - განუცხადა მან Reuters.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ირანს სტრატეგიული თვალსაზრისით შეუძლია სარგებელი მიიღოს კოალიციის ძალების გასვლით, რადგან ეს ქვეყანაში უცხო ქვეყნის სამხედრო ძალების არსებობას გააუქმებს, რომლებიც წლების განმავლობაში ერაყში თეირანის გავლენის საპირწონედ მოქმედებდნენ“
ჯასიმ ალ-ბაჰადლი
„ეცდებიან, ეს იმპულსი უსაფრთხოებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე უფრო დიდი გავლენის მოსაპოვებლად გამოიყენონ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ერაყის ისლამური წინააღმდეგობის ჯგუფებისა და ღირსეული ერაყელების ისტორიული გამარჯვება და ამერიკული პროექტის გამანადგურებელი მარცხი“
აბუ მოჯთაბა ალ-იასირი
„30 სექტემბერს ჩვენ აღვნიშნავთ ერაყის ისტორიის ბნელი თავის დასასრულს და ოკუპაციის მარცხს - იმას, რომ მათ ვერ შეძლეს ჩვენი ქვეყნისთვის საკუთარი ნების თავს მოხვევა. ერაყმა დაამტკიცა, რომ მისი სუვერენიტეტი არა უცხო ძალებით, არამედ მისი ხალხის წინააღმდეგობითა და ნებით არის უზრუნველყოფილი“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.