პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარკ რუტე - უკრაინას საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვს, ეს კი ლოჯისტიკურ კვანძებზე დარტყმას ნიშნავს

ნატო

ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, უკრაინას თავდაცვის უფლება აქვს, რაც ლოჯისტიკურ კვანძებზე დარტყმას ნიშნავს; მან ყირიმის ხიდზე იერიშს გარდაუვალი უწოდა.

მარკ რუტე - უკრაინას საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვს, ეს კი ლოჯისტიკურ კვანძებზე დარტყმას ნიშნავს
ინტერპრესნიუსი

უკრაინას საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვს, ეს კი ლოჯისტიკურ კვანძებზე დარტყმას ნიშნავს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბრიუსელში, თავდაცვის საკითხებში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის („რამშტაინი“) შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მარკ რუტე უკრაინის მიერ ყირიმის ხიდზე განხორციელებულ დარტყმას გამოეხმაურა.

„ამის გაკეთება გარდაუვალია. რა თქმა უნდა, ზუსტად უნდა ვნახოთ რა მოხდა, მაგრამ გავრცელებული კადრების მიხედვით, როგორც ჩანს, წარმატებულები იყვნენ“, - განაცხადა რუტემ.

რუტემ სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ამ პროცესში აშშ გადამწყვეტ როლს თამაშობს“.

„ვფიქრობ, კარგია, რომ ევროპა ახლა მოლაპარაკებების მაგიდასთან არის, რაც აბუ-დაბიში მიღწეული ერთ-ერთი შედეგი იყო. ვფიქრობ, ევროპელები ახლა საკმაოდ კარგად არიან ორგანიზებულები“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვოლოდიმირ ზელენსკი მარკ რუტეს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები