ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

Reuters - აშშ-ის ძალები ერაყში დარჩენილი ბოლო ბაზებიდან გასვლას 30 სექტემბრამდე გეგმავენ

აშშ-ის ძალები გეგმავენ ერაყში დარჩენილი ბოლო ბაზებიდან გასვლას 30 სექტემბრამდე. გადაწყვეტილება, რომელიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იქნა მიღებული და დონალდ ტრამპის პერიოდში ხორციელდება, სხვადასხვა შეფასებას იწვევს: ირანი და მისი მოკავშირეები ამას გამარჯვებად აფასებენ, ხოლო ექსპერტები შიშობენ, რომ ამან შესაძლოა რეგიონში თეირანის გავლენა გააძლიეროს და „ისლამურ სახელმწიფოს“ დაბრუნების საშუალება მისცეს.

Reuters - აშშ-ის ძალები ერაყში დარჩენილი ბოლო ბაზებიდან გასვლას 30 სექტემბრამდე გეგმავენ
Reuters - აშშ-ის ძალები ერაყში დარჩენილი ბოლო ბაზებიდან გასვლას 30 სექტემბრამდე გეგმავენინტერპრესნიუსი

აშშ-ის ძალები ერაყში დარჩენილი ბოლო ბაზებიდან გასვლას ოთხშაბათამდე, 30 სექტემბრამდე გეგმავენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტო წერს, რომ ამ გასვლას გამარჯვებად აფასებენ ირანი და მისი მოკავშირეები, რომლებსაც ახლა ღრმა გავლენა აქვთ ქვეყანაში, სადაც ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ომის დროს 4 500 ამერიკელი დაიღუპა.

უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ერაყელი ექსპერტების თქმით, გაყვანამ - რომელიც 2024 წელს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დროს გადაწყდა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განახორციელა, მიუხედავად იმისა, რომ ის ირანის წინააღმდეგ ომს აწარმოებს, შეიძლება თეირანს და მის ძლიერ მოკავშირეებს თავისუფალი მოქმედების, აშშ-ის სხვა მტრებს, მათ შორის „ისლამურ სახელმწიფოს“, კი დაბრუნების საშუალება მისცეს.

„ირანი კოალიციის გასვლით სტრატეგიულად ისარგებლებს, რადგან სრულდება სამხედრო ყოფნა, რომელიც წლების განმავლობაში ერაყში თეირანის გავლენის საპირწონედ მოქმედებდა“, - განაცხადა უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ერაყელმა ანალიტიკოსმა, ჯასიმ ალ-ბაჰადლიმ.

ერაყში ისლამური წინააღმდეგობის, ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებების, მეთაურმა აბუ მოჯტაბა ალ-იასირიმ აშშ-ის გასვლა შეაფასა, როგორც „ერაყის ისლამური წინააღმდეგობის ჯგუფებისა და საპატიო ერაყელების ისტორიული გამარჯვება და ამერიკული პროექტის გამანადგურებელი მარცხი“.

„30 სექტემბერს ჩვენ აღვნიშნავთ ერაყის ისტორიაში შავი ფურცლის დახურვას და ოკუპაციის მარცხს მცდელობაში, ჩვენი ქვეყნისთვის საკუთარი ნება თავს მოეხვია. ერაყმა დაამტკიცა, რომ მისი სუვერენიტეტის უზრუნველყოფა უცხოური ძალებით კი არა, მისი ხალხის წინააღმდეგობითა და ნებით არის შესაძლებელი“, - განუცხადა აბუ მოჯტაბა ალ-იასირიმ Reuters-ს.

ირანი, რომელიც აცხადებს, რომ მისი საბოლოო მიზანია ამერიკულმა ძალებმა მთელი ახლო აღმოსავლეთი დატოვონ, ერაყიდან აშშ-ის გასვლას „წინააღმდეგობის ღერძის“ მთელ რეგიონში გამარჯვებად მიიჩნევს.

„ერაყში მდგრადი უსაფრთხოება გაიმარჯვებს როგორც კი ამერიკელები დატოვებენ ქვეყანას და რეგიონს. ირანი მიესალმება ამერიკული ჯარების ერაყიდან გაყვანას და უდავოდ მხარს დაუჭერს ამას“, - განაცხადა ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ამირ ჰაიატ მოკადამმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ირანი კოალიციის გასვლით სტრატეგიულად ისარგებლებს, რადგან სრულდება სამხედრო ყოფნა, რომელიც წლების განმავლობაში ერაყში თეირანის გავლენის საპირწონედ მოქმედებდა“
ჯასიმ ალ-ბაჰადლი
„30 სექტემბერს ჩვენ აღვნიშნავთ ერაყის ისტორიაში შავი ფურცლის დახურვას და ოკუპაციის მარცხს მცდელობაში, ჩვენი ქვეყნისთვის საკუთარი ნება თავს მოეხვია. ერაყმა დაამტკიცა, რომ მისი სუვერენიტეტის უზრუნველყოფა უცხოური ძალებით კი არა, მისი ხალხის წინააღმდეგობითა და ნებით არის შესაძლებელი“
აბუ მოჯტაბა ალ-იასირი
„ერაყში მდგრადი უსაფრთხოება გაიმარჯვებს როგორც კი ამერიკელები დატოვებენ ქვეყანას და რეგიონს. ირანი მიესალმება ამერიკული ჯარების ერაყიდან გაყვანას და უდავოდ მხარს დაუჭერს ამას“
ამირ ჰაიატ მოკადამი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.