მკაცრი შოკის რეალიზების შემთხვევაშიც კი ოჯახებს სესხის მომსახურების გაგრძელების რესურსი აქვთ - სებ
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის მიხედვით, მკაცრი მაკროეკონომიკური შოკის შემთხვევაშიც კი შინამეურნეობებს სესხის მომსახურების გაგრძელების რესურსი აქვთ. ამასთან, 2027 წლიდან ფიზიკური პირებისთვის სესხის აღების პირობები მცირდება და PTI-ის მოთხოვნა ეტაპობრივად გაიზრდება.

ეროვნული ბანკის შეფასებით, მკაცრი მაკროეკონომიკური შოკის რეალიზების შემთხვევაშიც კი შინამეურნეობებს სესხის მომსახურების გაგრძელების რესურსი აქვთ. ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის თანახმად, სებმა ამ მიმართულებით მოწყვლადობის ანალიზი ჩაატარა.
მკაცრი მაკროეკონომიკური სცენარი 2026-2027 წლების განმავლობაში გაცვლითი კურსის კუმულატიურად დაახლოებით 50%-იან გაუფასურებას ითვალისწინებს, ხოლო დასაქმება და საშუალო ხელფასი, შესაბამისად, 6.6 და 5 პროცენტით მცირდება.
"მიმდინარე მდგომარეობით, მსესხებელთა 82 პროცენტისათვის სესხის მომსახურების კოეფიციენტი 50 პროცენტზე ნაკლებია. აღნიშნული სცენარის რეალიზების შემთხვევაში კი ასეთ მსესხებელთა წილი 73%-მდე მცირდება, ხოლო იმ მსესხებელთა წილი, რომელთა სესხის მომსახურების კოეფიციენტი 60 პროცენტს აღემატება, სტრესის რეალიზების შემთხვევაში, 7-დან 16 პროცენტამდე იზრდება“, - ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტის მიხედვით, შინამეურნეობების დაკრედიტების სტანდარტები ჯანსაღია, შესაბამისად, სესხების ხარისხიც კარგია. აღნიშნულს სესხის უზრუნველყოფისა და სესხის მომსახურების კოეფიციენტების ჯანსაღი განაწილებაც ადასტურებს. თუმცა, მაღალია შინამეურნეობების საკრედიტო აქტივობა. ზრდის განსაკუთრებულად მაღალი ტემპით სამომხმარებლო სესხები ხასიათდება.
„აღნიშნული, ერთი მხრივ, ამ სექტორში კრედიტზე კარგ ხელმისაწვდომობაზე მიუთითებს, თუმცა, მეორე მხრივ, რისკიანი გარემო - პირობების ფონზე გაზრდილი სესხის მომსახურების ტვირთის შემთხვევაში, შესაძლოა ფინანსური სტაბილურობის რისკის მატარებელი იყოს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შინამეურნეობების დოლარიზაცია, რაც ფინანსური სტაბილურობის რისკების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული გრძელვადიანი დედოლარიზაციის პოლიტიკის შედეგად შემცირებას განაგრძობს, თუმცა არაჰეჯირებული მსესხებლების სავალუტო რისკი კვლავ საყურადღებოა“, - მიიჩნევს მარეგულირებელი.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ეროვნულმა ბანკმა 2027 წლიდან ფიზიკური პირებისთვის სესხის აღების პირობების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ამჟამად მოქმედი 1500-ლარიანი ზღვარი ეტაპობრივად გაიზრდება. 2027 წლის 1 თებერვლიდან 25%-იანი PTI-ის მოთხოვნა 2000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე გავრცელდება, ხოლო 2027 წლის 1 სექტემბრიდან ზღვარი 2500 ლარამდე გაიზრდება ცვლილება განსაკუთრებით იმ მსესხებლებს შეეხება, რომელთა ყოველთვიური წმინდა შემოსავალი 1500-დან 2500 ლარამდეა. მათთვის დასაშვები სესხის ყოველთვიური მომსახურების მაქსიმალური მოცულობა 50%-დან 25%-მდე მცირდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- BM.GEეროვნული ბანკი ₾1500-2500-მდე შემოსავლის მქონე პირებს 2027-დან კრედიტის ლიმიტს უნახევრებს - ახალი რეგულაცია
- პირველი არხიეროვნული ბანკი მოქალაქეებისთვის სესხის გაცემის პირობებს ამკაცრებს
- TV პირველისესხების გაცემის წესი მკაცრდება - წესდება ახალი ლიმიტი
- ტაბულასებ-ის რეგულაციით, 1500-2500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებს სესხის ლიმიტი გაუნახევრდებათ
- BM.GEდავით უტიაშვილი განმარტავს, რატომ მიიღო ეროვნულმა ბანკმა სესხის მომსახურების კოეფიციენტების ცვლილების გადაწყვეტილება
- პირველი არხიდავით უტიაშვილი – სესხის მომსახურების კოეფიციენტის ცვლილება ხელს შეუწყობს როგორც დაკრედიტების პროცესზე გავლენის შემცირებას, ისე მსესხებლებისთვის ვალის ტვირთის ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნებას
- რადიო თავისუფლებაეროვნული ბანკი სესხის გაცემის პირობებს ამკაცრებს
- ნეტგაზეთიეროვნული ბანკი სესხების გაცემას ამკაცრებს
- ალიაეროვნული ბანკი ₾1500-2500-მდე შემოსავლის მქონე პირებს 2027-დან კრედიტის ლიმიტს უნახევრებს – ახალი რეგულაცია
- BM.GEრამდენ მსესხებელს შეეხება PTI კოეფიციენტის გამკაცრება? - დავით უტიაშვილის განმარტება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…