პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სესხების გაცემის წესი მკაცრდება - წესდება ახალი ლიმიტი

საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2027 წლიდან ფიზიკური პირებისთვის სესხების გაცემის წესი და სესხის მომსახურების კოეფიციენტის (PTI) შემოსავლის ზღვრები ეტაპობრივად მკაცრდება, რაც მიზნად ისახავს ჭარბვალიანობის რისკების შემცირებას და ფინანსური სისტემის მდგრადობის შენარჩუნებას.

სესხების გაცემის წესი მკაცრდება - წესდება ახალი ლიმიტი
TV პირველი

ფიზიკური პირებისთვის სესხის გაცემის პირობები 2027 წლიდან ეტაპობრივად გამკაცრდება. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, იცვლება სესხის მომსახურების კოეფიციენტის (PTI) განსაზღვრისას გამოყენებული შემოსავლის ზღვარი.

დღეს მოქმედი წესით, სესხის მომსახურების 25%-იანი კოეფიციენტი 1 500 ლარამდე შემოსავლის მქონე მსესხებლებზე ვრცელდება. 2027 წლის 1 თებერვლიდან ეს ზღვარი 2 000 ლარამდე გაიზრდება, ხოლო 1 სექტემბრიდან - 2 500 ლარამდე.

ეროვნული ბანკი ცვლილებას ბოლო წლებში ხელფასებისა და სხვა ნომინალური ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდით ხსნის. კომიტეტის შეფასებით, მოქმედი ფიქსირებული ზღვრები მსესხებლების შემოსავლების განაწილებასა და ვალის ტვირთს სათანადოდ ვეღარ ასახავს. ცვლილების მიზნად ასევე ჭარბვალიანობის რისკების შემცირება და ფინანსური სისტემის მდგრადობის შენარჩუნება სახელდება.

„სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვრების თავდაპირველი შეფასება 2017 წლის სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობოდა, რომელიც 2022 წელს რიგი ეკონომიკური ნომინალური მაჩვენებლების ზრდის ფონზე განახლდა. მიმდინარე ეტაპზე კვლავ დადგა აღნიშნული კოეფიციენტის ზღვრების რეკალიბრაციის საჭიროება. ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელფასები და სხვა ნომინალური მაჩვენებლები, რის შედეგადაც არსებული ფიქსირებული ზღვრები სათანადოდ ვეღარ ასახავს მსესხებლების შემოსავლების მიმდინარე განაწილებასა და ვალის ტვირთს. PTI-ის ზღვრების უცვლელად შენარჩუნების შემთხვევაში, მსესხებლების ერთი შემოსავლის კატეგორიიდან მეორეში გადასვლა შესაძლოა, ძირითადად ნომინალური შემოსავლების ზრდით იყოს განპირობებული და არა მათი რეალური გადახდისუნარიანობისა თუ რისკის პროფილის არსებითი ცვლილებით.

შესაბამისად, ზღვრების განახლება მიზნად ისახავს PTI-ის ჩარჩოს მიმდინარე ეკონომიკურ გარემოსთან შესაბამისობაში მოყვანასა და მაკროპრუდენციული პოლიტიკის თავდაპირველი პოზიციის შენარჩუნებას. ამგვარად, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტის რეკალიბრაცია.

ამასთან, აღნიშნული ცვლილების მკვეთრი ერთჯერადი ზემოქმედების თავიდან აცილებისა და ეფექტის დროში გადანაწილების მიზნით, კომიტეტის გადაწყვეტილებით, სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვარი ეტაპობრივად გაიზრდება. კერძოდ, თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ეს ზღვარი 2027 წლის 1 თებერვლიდან 2000 ლარამდე, ხოლო 2027 წლის 1 სექტემბრიდან 2500 ლარამდე გაიზრდება. აღნიშნული ცვლილება ხელს უწყობს მსესხებლების ჭარბვალიანობის რისკების შერბილებასა და ფინანსური სისტემის მდგრადობას“, - აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

10 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 8
  1. BM.GEოპოზიციურიეროვნული ბანკი ₾1500-2500-მდე შემოსავლის მქონე პირებს 2027-დან კრედიტის ლიმიტს უნახევრებს - ახალი რეგულაცია
  2. პირველი არხისამთავრობოეროვნული ბანკი მოქალაქეებისთვის სესხის გაცემის პირობებს ამკაცრებს
  3. ტაბულაოპოზიციურისებ-ის რეგულაციით, 1500-2500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებს სესხის ლიმიტი გაუნახევრდებათ
  4. BM.GEოპოზიციურიდავით უტიაშვილი განმარტავს, რატომ მიიღო ეროვნულმა ბანკმა სესხის მომსახურების კოეფიციენტების ცვლილების გადაწყვეტილება
  5. პირველი არხისამთავრობოდავით უტიაშვილი – სესხის მომსახურების კოეფიციენტის ცვლილება ხელს შეუწყობს როგორც დაკრედიტების პროცესზე გავლენის შემცირებას, ისე მსესხებლებისთვის ვალის ტვირთის ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნებას
  6. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიეროვნული ბანკი სესხის გაცემის პირობებს ამკაცრებს
  7. ნეტგაზეთიოპოზიციურიეროვნული ბანკი სესხების გაცემას ამკაცრებს
  8. ალიაოპოზიციურიეროვნული ბანკი ₾1500-2500-მდე შემოსავლის მქონე პირებს 2027-დან კრედიტის ლიმიტს უნახევრებს – ახალი რეგულაცია
  9. BM.GEოპოზიციურიმკაცრი შოკის რეალიზების შემთხვევაშიც კი ოჯახებს სესხის მომსახურების გაგრძელების რესურსი აქვთ - სებ
  10. BM.GEოპოზიციურირამდენ მსესხებელს შეეხება PTI კოეფიციენტის გამკაცრება? - დავით უტიაშვილის განმარტება
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვრების თავდაპირველი შეფასება 2017 წლის სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობოდა, რომელიც 2022 წელს რიგი ეკონომიკური ნომინალური მაჩვენებლების ზრდის ფონზე განახლდა. მიმდინარე ეტაპზე კვლავ დადგა აღნიშნული კოეფიციენტის ზღვრების რეკალიბრაციის საჭიროება. ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელფასები და სხვა ნომინალური მაჩვენებლები, რის შედეგადაც არსებული ფიქსირებული ზღვრები სათანადოდ ვეღარ ასახავს მსესხებლების შემოსავლების მიმდინარე განაწილებასა და ვალის ტვირთს. PTI-ის ზღვრების უცვლელად შენარჩუნების შემთხვევაში, მსესხებლების ერთი შემოსავლის კატეგორიიდან მეორეში გადასვლა შესაძლოა, ძირითადად ნომინალური შემოსავლების ზრდით იყოს განპირობებული და არა მათი რეალური გადახდისუნარიანობისა თუ რისკის პროფილის არსებითი ცვლილებით. შესაბამისად, ზღვრების განახლება მიზნად ისახავს PTI-ის ჩარჩოს მიმდინარე ეკონომიკურ გარემოსთან შესაბამისობაში მოყვანასა და მაკროპრუდენციული პოლიტიკის თავდაპირველი პოზიციის შენარჩუნებას. ამგვარად, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტის რეკალიბრაცია. ამასთან, აღნიშნული ცვლილების მკვეთრი ერთჯერადი ზემოქმედების თავიდან აცილებისა და ეფექტის დროში გადანაწილების მიზნით, კომიტეტის გადაწყვეტილებით, სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვარი ეტაპობრივად გაიზრდება. კერძოდ, თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ეს ზღვარი 2027 წლის 1 თებერვლიდან 2000 ლარამდე, ხოლო 2027 წლის 1 სექტემბრიდან 2500 ლარამდე გაიზრდება. აღნიშნული ცვლილება ხელს უწყობს მსესხებლების ჭარბვალიანობის რისკების შერბილებასა და ფინანსური სისტემის მდგრადობას“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიში გამოაქვეყნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები