პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეროვნული ბანკი მოქალაქეებისთვის სესხის გაცემის პირობებს ამკაცრებს

საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებისთვის სესხის გაცემის პირობებს ამკაცრებს. 2027 წლის 1 თებერვლიდან და 1 სექტემბრიდან სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვრები ეტაპობრივად იზრდება, რაც მიზნად ისახავს მსესხებლების ჭარბვალიანობის რისკების შერბილებას და ფინანსური სისტემის მდგრადობას.

ეროვნული ბანკი მოქალაქეებისთვის სესხის გაცემის პირობებს ამკაცრებს
პირველი არხი

2027 წლის პირველი თებერვლიდან მოქალაქეებისთვის სესხის გაცემის პირობები მკაცრდება. საუბარია კოეფიციენტების სისტემაზე, რომელიც სესხის მომსახურების ყოველთვიურ გადასახადის ზღვრის დაწესებას გულისხმობს.

მოქმედი ნორმით, მოქალაქეებს, რომლებსაც თვეში 1 500 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვთ, სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 25 პროცენტს, ანუ 375 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. 1 500 ლარზე მაღალი შემოსავლის მქონე პირებისთვის კი სესხის მომსახურების დაშვებული ყოველთვიური მაქსიმალური ლიმიტი შემოსავლის 50 პროცენტი, ანუ 750 ლარია, ხოლო ახალი ნორმით, რომელიც ძალაში 2027 წლის პირველი თებერვლიდან შევა, სესხის აღების 25 პროცენტიანი ზღვარი 1 500-ის ნაცვლად, 2 000 ლარი იქნება, ხოლო 2027 წლის პირველი სექტემბრიდან 2 500 ლარამდე გაიზრდება.

როგორც ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვრების თავდაპირველი შეფასება 2017 წლის სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობოდა, რომელიც 2022 წელს რიგი ეკონომიკური ნომინალური მაჩვენებლების ზრდის ფონზე განახლდა. ახლა კი კომიტეტმა, კვლავ გადახედა კოეფიციენტის ზღვრებს და განაახლა. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს მსესხებლების ჭარბვალიანობის რისკების შერბილებასა და ფინანსური სისტემის მდგრადობას.

„ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვრების მორიგი რეკალიბრაციის გადაწყვეტილება მიიღო. სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვრების თავდაპირველი შეფასება 2017 წლის სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობოდა, რომელიც 2022 წელს რიგი ეკონომიკური ნომინალური მაჩვენებლების ზრდის ფონზე განახლდა. მიმდინარე ეტაპზე კვლავ დადგა აღნიშნული კოეფიციენტის ზღვრების რეკალიბრაციის საჭიროება. ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელფასები და სხვა ნომინალური მაჩვენებლები, რის შედეგადაც არსებული ფიქსირებული ზღვრები სათანადოდ ვეღარ ასახავს მსესხებლების შემოსავლების მიმდინარე განაწილებასა და ვალის ტვირთს. PTI-ის ზღვრების უცვლელად შენარჩუნების შემთხვევაში, მსესხებლების ერთი შემოსავლის კატეგორიიდან მეორეში გადასვლა შესაძლოა, ძირითადად ნომინალური შემოსავლების ზრდით იყოს განპირობებული და არა მათი რეალური გადახდისუნარიანობისა თუ რისკის პროფილის არსებითი ცვლილებით. შესაბამისად, ზღვრების განახლება მიზნად ისახავს PTI-ის ჩარჩოს მიმდინარე ეკონომიკურ გარემოსთან შესაბამისობაში მოყვანასა და მაკროპრუდენციული პოლიტიკის თავდაპირველი პოზიციის შენარჩუნებას. ამგვარად, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტის რეკალიბრაცია. ამასთან, აღნიშნული ცვლილების მკვეთრი ერთჯერადი ზემოქმედების თავიდან აცილებისა და ეფექტის დროში გადანაწილების მიზნით, კომიტეტის გადაწყვეტილებით, სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვარი ეტაპობრივად გაიზრდება. კერძოდ, თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ეს ზღვარი 2027 წლის 1 თებერვლიდან 2000 ლარამდე, ხოლო 2027 წლის პირველი სექტემბრიდან 2 500 ლარამდე გაიზრდება. აღნიშნული ცვლილება ხელს უწყობს მსესხებლების ჭარბვალიანობის რისკების შერბილებასა და ფინანსური სისტემის მდგრადობას“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

10 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 9
  1. BM.GEოპოზიციურიეროვნული ბანკი ₾1500-2500-მდე შემოსავლის მქონე პირებს 2027-დან კრედიტის ლიმიტს უნახევრებს - ახალი რეგულაცია
  2. TV პირველიოპოზიციურისესხების გაცემის წესი მკაცრდება - წესდება ახალი ლიმიტი
  3. ტაბულაოპოზიციურისებ-ის რეგულაციით, 1500-2500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებს სესხის ლიმიტი გაუნახევრდებათ
  4. BM.GEოპოზიციურიდავით უტიაშვილი განმარტავს, რატომ მიიღო ეროვნულმა ბანკმა სესხის მომსახურების კოეფიციენტების ცვლილების გადაწყვეტილება
  5. პირველი არხისამთავრობოდავით უტიაშვილი – სესხის მომსახურების კოეფიციენტის ცვლილება ხელს შეუწყობს როგორც დაკრედიტების პროცესზე გავლენის შემცირებას, ისე მსესხებლებისთვის ვალის ტვირთის ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნებას
  6. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიეროვნული ბანკი სესხის გაცემის პირობებს ამკაცრებს
  7. ნეტგაზეთიოპოზიციურიეროვნული ბანკი სესხების გაცემას ამკაცრებს
  8. ალიაოპოზიციურიეროვნული ბანკი ₾1500-2500-მდე შემოსავლის მქონე პირებს 2027-დან კრედიტის ლიმიტს უნახევრებს – ახალი რეგულაცია
  9. BM.GEოპოზიციურიმკაცრი შოკის რეალიზების შემთხვევაშიც კი ოჯახებს სესხის მომსახურების გაგრძელების რესურსი აქვთ - სებ
  10. BM.GEოპოზიციურირამდენ მსესხებელს შეეხება PTI კოეფიციენტის გამკაცრება? - დავით უტიაშვილის განმარტება
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვრების მორიგი რეკალიბრაციის გადაწყვეტილება მიიღო. სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვრების თავდაპირველი შეფასება 2017 წლის სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობოდა, რომელიც 2022 წელს რიგი ეკონომიკური ნომინალური მაჩვენებლების ზრდის ფონზე განახლდა. მიმდინარე ეტაპზე კვლავ დადგა აღნიშნული კოეფიციენტის ზღვრების რეკალიბრაციის საჭიროება. ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელფასები და სხვა ნომინალური მაჩვენებლები, რის შედეგადაც არსებული ფიქსირებული ზღვრები სათანადოდ ვეღარ ასახავს მსესხებლების შემოსავლების მიმდინარე განაწილებასა და ვალის ტვირთს. PTI-ის ზღვრების უცვლელად შენარჩუნების შემთხვევაში, მსესხებლების ერთი შემოსავლის კატეგორიიდან მეორეში გადასვლა შესაძლოა, ძირითადად ნომინალური შემოსავლების ზრდით იყოს განპირობებული და არა მათი რეალური გადახდისუნარიანობისა თუ რისკის პროფილის არსებითი ცვლილებით. შესაბამისად, ზღვრების განახლება მიზნად ისახავს PTI-ის ჩარჩოს მიმდინარე ეკონომიკურ გარემოსთან შესაბამისობაში მოყვანასა და მაკროპრუდენციული პოლიტიკის თავდაპირველი პოზიციის შენარჩუნებას. ამგვარად, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტის რეკალიბრაცია. ამასთან, აღნიშნული ცვლილების მკვეთრი ერთჯერადი ზემოქმედების თავიდან აცილებისა და ეფექტის დროში გადანაწილების მიზნით, კომიტეტის გადაწყვეტილებით, სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვარი ეტაპობრივად გაიზრდება. კერძოდ, თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ეს ზღვარი 2027 წლის 1 თებერვლიდან 2000 ლარამდე, ხოლო 2027 წლის პირველი სექტემბრიდან 2 500 ლარამდე გაიზრდება. აღნიშნული ცვლილება ხელს უწყობს მსესხებლების ჭარბვალიანობის რისკების შერბილებასა და ფინანსური სისტემის მდგრადობას“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიში გამოაქვეყნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები