ეროვნული ბანკი სესხების გაცემას ამკაცრებს
საქართველოს ეროვნული ბანკი დაკრედიტების პოლიტიკას ამკაცრებს და დაბალშემოსავლიანი პირებისთვის ე.წ. PTI კოეფიციენტს ზრდის. ახალი რეგულაციების მიხედვით, სხვადასხვა ოდენობის შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის სესხის მომსახურებაზე ყოველთვიური გადასახდის ზედა ზღვარი იცვლება, რაც მიზნად ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას ისახავს.

ეროვნული ბანკი დაკრედიტების პოლიტიკას ამკაცრებს.
დაბალშემოსავლიანი პირებისთვის ე.წ. PTI კოეფიციენტი იზრდება. 2027 წლის თებერვლიდან, პირები რომელთა შემოსავალიც თვეში 2000 ლარამდეა, სესხის მომსახურებაში შემოსავლის 25%-ზე მეტს ვეღარ გადაიხდიან, 2027 წლის სექტემბრიდან აღნიშნული ზღვარი 2500 ლარამდე იზრდება.
2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, მოქალაქეებს, რომელთა შემოსავალიც 1500 ლარზე ნაკლებია, მათთვის PTI კოეფიციენტი 25%-ითაა განსაზღვრული. ანუ თუ პირის ხელზე ასაღები ხელფასი 1200 ლარია, ბანკი მასზე ისეთ სესხს ვერ გასცემს თვეში რომ 350 ან 400 ლარის გადახდა მოუწიოს. ზედა ზღვარი 300 ლარია. სამომხმარებლო სესხები 4 წლიანია. 18%-იანი განაკვეთის პირობებში მოქალაქე 10 000 ლარის სესხის აღებას შეძლებს და თვეში 293 ლარის გადახდა მოუწევს, 12 000-ლარიანი სესხი კი აღარ დაუმტკიცდება, რადგან ყოველთვიური შენატანი 352 ლარამდე იზრდება. (მაგალითი პირობითია, სხვა და სხვა საკომისიოების დამატებით, შეიძლება რეალურ სიტუაციაში რიცხვები შეიცვალოს).
დღეს მოქმედი რეგულაციით ვისაც ხელფასი 1600 ლარი აქვს, მას სესხში ყოველთვიურად 50%-ის ანუ 800 ლარის გადახდა შეუძლია. 2027 წლის თებერვლიდან, ის 25%-მდე მცირდება. სექტემბრიდან 25%-ზე მეტს ვერც ისინი გადაიხდიან ვისი ხელფასი 2200 ან 2400 ლარი იქნება.
საბანკო სფერო ეროვნული ბანკის რეგულაციებს ექვემდებარება, რომლებიც წლიდან წლამდე მკაცრდება. რეგულაციების ძირითად არსს ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება წარმოადგენს. ბანკში მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა დეპოზიტებია (მიმდინარე ანგარიშები და დეპოზიტებია) განთავსებული. დეპოზიტების მოცულობა 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით 75 მლრდ ლარს აღემატება. ბანკი სესხებს სწორედ ამ თანხიდან გასცემს, სესხის გარკვეული ნაწილი ყოველთვის პრობლემდება, მაგრამ თუ მან მასობრივი ხასიათი მიიღო, გარდა იმისა, რომ გადახდისუუნარო ადამიანთა რაოდენობა გაიზრდება, შესაძლოა დეპოზიტებსაც შეექმნას პრობლემა. დღეს მსგავსი საფრთხე არ არსებობს.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- BM.GEეროვნული ბანკი ₾1500-2500-მდე შემოსავლის მქონე პირებს 2027-დან კრედიტის ლიმიტს უნახევრებს - ახალი რეგულაცია
- პირველი არხიეროვნული ბანკი მოქალაქეებისთვის სესხის გაცემის პირობებს ამკაცრებს
- TV პირველისესხების გაცემის წესი მკაცრდება - წესდება ახალი ლიმიტი
- ტაბულასებ-ის რეგულაციით, 1500-2500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებს სესხის ლიმიტი გაუნახევრდებათ
- BM.GEდავით უტიაშვილი განმარტავს, რატომ მიიღო ეროვნულმა ბანკმა სესხის მომსახურების კოეფიციენტების ცვლილების გადაწყვეტილება
- პირველი არხიდავით უტიაშვილი – სესხის მომსახურების კოეფიციენტის ცვლილება ხელს შეუწყობს როგორც დაკრედიტების პროცესზე გავლენის შემცირებას, ისე მსესხებლებისთვის ვალის ტვირთის ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნებას
- რადიო თავისუფლებაეროვნული ბანკი სესხის გაცემის პირობებს ამკაცრებს
- ალიაეროვნული ბანკი ₾1500-2500-მდე შემოსავლის მქონე პირებს 2027-დან კრედიტის ლიმიტს უნახევრებს – ახალი რეგულაცია
- BM.GEმკაცრი შოკის რეალიზების შემთხვევაშიც კი ოჯახებს სესხის მომსახურების გაგრძელების რესურსი აქვთ - სებ
- BM.GEრამდენ მსესხებელს შეეხება PTI კოეფიციენტის გამკაცრება? - დავით უტიაშვილის განმარტება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…