პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რამდენ მსესხებელს შეეხება PTI კოეფიციენტის გამკაცრება? - დავით უტიაშვილის განმარტება

საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლის, დავით უტიაშვილის განცხადებით, სესხის მომსახურების კოეფიციენტის (PTI) გამკაცრება, რომელიც ეტაპობრივად 2500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებს შეეხება, მიზნად ისახავს ჭარბი ვალის დონის თავიდან აცილებას დაბალშემოსავლიან მოქალაქეებში.

რამდენ მსესხებელს შეეხება PTI კოეფიციენტის გამკაცრება? - დავით უტიაშვილის განმარტება
BM.GE

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის, დავით უტიაშვილის თქმით, გასული წლის მონაცემებით, დაახლოებით 70 000 იყო 1 500-დან 2 500 ლარამდე შემოსავლის მქონე მსესხებელი, რომელთა სესხის მომსახურების კოეფიციენტი (PTI) 25%-ს აჭარბებს. მან ამის შესახებ "საქმის კურსის" ეთერში განაცხადა.

დავით უტიაშვილმა BMG-ის ეთერში ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

საქმე ისაა, რომ თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ეს ზღვარი 2027 წლის 1 თებერვლიდან 2000 ლარამდე, ხოლო 2027 წლის 1 სექტემბრიდან 2500 ლარამდე გაიზრდება.

კითხვაზე, მსესხებელთა რამდენად ფართო ფენას შეეხება ახალი რეგულაცია, დავით უტიაშვილი აღნიშნავს, რომ ამ 70 000-მდე მსესხებლის შემთხვევაში საუბარი არაა, რომ ვალის ტვირთი 25%-ს ბევრად აჭარბებდა, თუმცა, მისი თქმით, ეროვნულ ბანკს სურს, რეგულირების ჩარჩო მომავალზე ორიენტირებული იყოს.

"ზოგადად, ბუნებრივია, ძნელია ხოლმე თქმა, რა მოხდება შემდეგ წელს, თუმცა ჩვენ გვაქვს სტატისტიკა, როგორი იყო სესხების განაწილება გასულ წელს - დაახლოებით 1 500-დან 2 500 ლარამდე შემოსავლის მქონე მსესხებლები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ მათ სესხის ყოველთვიური გადახდები იყოს [შემოსავლის] 25%-ზე მაღალი, იყო დაახლოებით 70 000 პირი. ანუ, ის მსესხებლები, რომლებმაც ცოტა უფრო ჭარბი სესხი აიღეს, ვიღაცამ შეიძლება 30% აიღო [PTI], ანუ არ ნიშნავს რომ 50%-იანი ვალის ტვირთი აიღო, მე მგონი მსესხებელსაც ესმის, რომ ეს ძალიან მაღალია ვთქვათ 1 500 ლარი შემოსავლის შემთხვევაში, ბანკსაც ესმის, ცხადია, ეს და ხშირ შემთხვევაში ასეთი არც იყო, თუმცა ისევ და ისევ, ჩვენ გვინდა, რომ მომავალზე ორიენტირებული გავხადოთ ჩვენი ჩარჩო და გარკვეული შეზღუდვები, თუ გინდათ ასე დავარქვათ, დავაწესოთ, რომ ჭარბი ვალის დონე არ დაგვიგროვდეს, განსაკუთრებით დაბალშემოსავლიან მოქალაქეებში",- ამბობს დავით უტიაშვილი.

ეროვნული ბანკი ₾1500-2500-მდე შემოსავლის მქონე პირებს 2027-დან კრედიტის ლიმიტს უნახევრებს

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

10 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 8
  1. BM.GEოპოზიციურიეროვნული ბანკი ₾1500-2500-მდე შემოსავლის მქონე პირებს 2027-დან კრედიტის ლიმიტს უნახევრებს - ახალი რეგულაცია
  2. პირველი არხისამთავრობოეროვნული ბანკი მოქალაქეებისთვის სესხის გაცემის პირობებს ამკაცრებს
  3. TV პირველიოპოზიციურისესხების გაცემის წესი მკაცრდება - წესდება ახალი ლიმიტი
  4. ტაბულაოპოზიციურისებ-ის რეგულაციით, 1500-2500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებს სესხის ლიმიტი გაუნახევრდებათ
  5. BM.GEოპოზიციურიდავით უტიაშვილი განმარტავს, რატომ მიიღო ეროვნულმა ბანკმა სესხის მომსახურების კოეფიციენტების ცვლილების გადაწყვეტილება
  6. პირველი არხისამთავრობოდავით უტიაშვილი – სესხის მომსახურების კოეფიციენტის ცვლილება ხელს შეუწყობს როგორც დაკრედიტების პროცესზე გავლენის შემცირებას, ისე მსესხებლებისთვის ვალის ტვირთის ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნებას
  7. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიეროვნული ბანკი სესხის გაცემის პირობებს ამკაცრებს
  8. ნეტგაზეთიოპოზიციურიეროვნული ბანკი სესხების გაცემას ამკაცრებს
  9. ალიაოპოზიციურიეროვნული ბანკი ₾1500-2500-მდე შემოსავლის მქონე პირებს 2027-დან კრედიტის ლიმიტს უნახევრებს – ახალი რეგულაცია
  10. BM.GEოპოზიციურიმკაცრი შოკის რეალიზების შემთხვევაშიც კი ოჯახებს სესხის მომსახურების გაგრძელების რესურსი აქვთ - სებ
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ზოგადად, ბუნებრივია, ძნელია ხოლმე თქმა, რა მოხდება შემდეგ წელს, თუმცა ჩვენ გვაქვს სტატისტიკა, როგორი იყო სესხების განაწილება გასულ წელს - დაახლოებით 1 500-დან 2 500 ლარამდე შემოსავლის მქონე მსესხებლები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ მათ სესხის ყოველთვიური გადახდები იყოს [შემოსავლის] 25%-ზე მაღალი, იყო დაახლოებით 70 000 პირი. ანუ, ის მსესხებლები, რომლებმაც ცოტა უფრო ჭარბი სესხი აიღეს, ვიღაცამ შეიძლება 30% აიღო [PTI], ანუ არ ნიშნავს რომ 50%-იანი ვალის ტვირთი აიღო, მე მგონი მსესხებელსაც ესმის, რომ ეს ძალიან მაღალია ვთქვათ 1 500 ლარი შემოსავლის შემთხვევაში, ბანკსაც ესმის, ცხადია, ეს და ხშირ შემთხვევაში ასეთი არც იყო, თუმცა ისევ და ისევ, ჩვენ გვინდა, რომ მომავალზე ორიენტირებული გავხადოთ ჩვენი ჩარჩო და გარკვეული შეზღუდვები, თუ გინდათ ასე დავარქვათ, დავაწესოთ, რომ ჭარბი ვალის დონე არ დაგვიგროვდეს, განსაკუთრებით დაბალშემოსავლიან მოქალაქეებში“
დავით უტიაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ვის გაუძნელდება სესხის აღება?!წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები