პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით უტიაშვილი – სესხის მომსახურების კოეფიციენტის ცვლილება ხელს შეუწყობს როგორც დაკრედიტების პროცესზე გავლენის შემცირებას, ისე მსესხებლებისთვის ვალის ტვირთის ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნებას

საქართველოს ეროვნული ბანკიეკონომიკის სამინისტრო

ეროვნული ბანკი სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვარს ეტაპობრივად ზრდის. ცვლილების მიზანია დაბალშემოსავლიანი მსესხებლებისთვის ვალის ტვირთის ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნება და ჭარბვალიანობის რისკების შერბილება.

დავით უტიაშვილი – სესხის მომსახურების კოეფიციენტის ცვლილება ხელს შეუწყობს როგორც დაკრედიტების პროცესზე გავლენის შემცირებას, ისე მსესხებლებისთვის ვალის ტვირთის ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნებას
პირველი არხი

ეროვნულის ბანკის მიერ სესხის მომსახურების კოეფიციენტის ცვლილების მიზანია, მაღალი ხელფასებისა და ეკონომიკური ზრდის პირობებში შენარჩუნდეს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრაქტიკა და დაბალშემოსავლიანი მსესხებლებისთვის ვალის ტვირთი მდგრად დონეზე დარჩეს, – ამის შესახებ სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა, დავით უტიაშვილმა განაცხადა.

აქამდე თუ სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1 500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ეს ზღვარი 2027 წლის 1 თებერვლიდან 2 000 ლარამდე, ხოლო 2027 წლის 1 სექტემბრიდან 2500 ლარამდე გაიზრდება. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს მსესხებლების ჭარბვალიანობის რისკების შერბილებასა და ფინანსური სისტემის მდგრადობას.

დავითი უტიაშვილის განმარტებით, ამ დრომდე არსებული მიდგომა 2018 წლიდან მოქმედებს და მსესხებლის შემოსავლის მიხედვით განსაზღვრავს, რა მაქსიმალური წილი შეიძლება მოხმარდეს სესხის მომსახურებას.

მისივე თქმით, 2018 წელს, როდესაც საშუალო ხელფასი 1 000 ლარამდე იყო, 1 500 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე პირებისთვის სესხის მომსახურების მაქსიმალური ზღვარი 25%-ით, ხოლო 1 500 ლარზე მეტი შემოსავლის შემთხვევაში 50%-ით განისაზღვრა. 2022 წელს შემოსავლის ზრდასთან ერთად შესაბამისი ზღვარი 1 500-დან 2 000 ლარამდე გაიზარდა.

„საშუალო ხელფასი უახლოვდება დაახლოებით 2 500 ლარს და ვფიქრობთ დროა, არსებული ზღვარი 2 000 ლარიდან 2 500 ლარამდე ავწიოთ. ჩვენი მიზანია, დაბალშემოსავლიან მოსახლეობას არ დააწვეს იმაზე მეტი ვალის ტვირთი, რომლის მომსახურებაც მათთვის ფინანსური სტრესის გარეშე რთული იქნება“, – აცხადებს დავით უტიაშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი.

ეროვნული ბანკის შეფასებით, ეტაპობრივი ცვლილება ხელს შეუწყობს როგორც დაკრედიტების პროცესზე გავლენის შემცირებას, ისე მსესხებლებისთვის ვალის ტვირთის ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნებას.

ცნობისთვის, 2027 წლის პირველი თებერვლიდან მოქალაქეებისთვის სესხის გაცემის პირობები მკაცრდება.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

10 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 9
  1. BM.GEოპოზიციურიეროვნული ბანკი ₾1500-2500-მდე შემოსავლის მქონე პირებს 2027-დან კრედიტის ლიმიტს უნახევრებს - ახალი რეგულაცია
  2. პირველი არხისამთავრობოეროვნული ბანკი მოქალაქეებისთვის სესხის გაცემის პირობებს ამკაცრებს
  3. TV პირველიოპოზიციურისესხების გაცემის წესი მკაცრდება - წესდება ახალი ლიმიტი
  4. ტაბულაოპოზიციურისებ-ის რეგულაციით, 1500-2500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებს სესხის ლიმიტი გაუნახევრდებათ
  5. BM.GEოპოზიციურიდავით უტიაშვილი განმარტავს, რატომ მიიღო ეროვნულმა ბანკმა სესხის მომსახურების კოეფიციენტების ცვლილების გადაწყვეტილება
  6. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიეროვნული ბანკი სესხის გაცემის პირობებს ამკაცრებს
  7. ნეტგაზეთიოპოზიციურიეროვნული ბანკი სესხების გაცემას ამკაცრებს
  8. ალიაოპოზიციურიეროვნული ბანკი ₾1500-2500-მდე შემოსავლის მქონე პირებს 2027-დან კრედიტის ლიმიტს უნახევრებს – ახალი რეგულაცია
  9. BM.GEოპოზიციურიმკაცრი შოკის რეალიზების შემთხვევაშიც კი ოჯახებს სესხის მომსახურების გაგრძელების რესურსი აქვთ - სებ
  10. BM.GEოპოზიციურირამდენ მსესხებელს შეეხება PTI კოეფიციენტის გამკაცრება? - დავით უტიაშვილის განმარტება
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საშუალო ხელფასი უახლოვდება დაახლოებით 2 500 ლარს და ვფიქრობთ დროა, არსებული ზღვარი 2 000 ლარიდან 2 500 ლარამდე ავწიოთ. ჩვენი მიზანია, დაბალშემოსავლიან მოსახლეობას არ დააწვეს იმაზე მეტი ვალის ტვირთი, რომლის მომსახურებაც მათთვის ფინანსური სტრესის გარეშე რთული იქნება“
დავით უტიაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ვის გაუძნელდება სესხის აღება?!წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები