მედია: დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალი თვითმფრინავის საუდის არაბეთში ავარიული დაშვების მიზეზი რუს და უკრაინელ პილოტებს შორის ჩხუბი გახდა
მედიაზე დაყრდნობით, დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალი Fly Dubai-ის თვითმფრინავის საუდის არაბეთში ავარიული დაშვების მიზეზი რუს და უკრაინელ პილოტებს შორის კაბინაში მომხდარი ჩხუბი გახდა.

დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალი ავიაკომპანია Fly Dubai-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის საუდის არაბეთში ავარიული დაშვების მიზეზი პილოტებს შორის ჩხუბი გახდა. ინფორმაციას DW ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თვითმფრინავს რუსი და უკრაინელი პილოტები მართავდნენ. მათ ერთმანეთში ჩხუბი კაბინაში ფრენის დროს მოუვიდათ, რის გამოც თვითმფრინავმა ჯერ განგაშის სიგნალი ჩართო, ხოლო შემდეგ კურსი შეიცვალა და საუდის არაბეთში ავარიულად დაეშვა.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალმა თვითმფრინავმა საგანგებო მდგომარეობის შესახებ სიგნალი აამოქმედა და საუდის არაბეთის თავზე ფრენისას კურსი შეცვალა. თვითმფრინავმა თავდაპირველად საერთაშორისო საგანგებო სიგნალი კოდით 7700 გააგზავნა. მოგვიანებით კი კოდი 7500 გადასცა, რაც თვითმფრინავის გატაცებას ან სხვა სახის უკანონო ჩარევას ნიშნავს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიმედია: დუბაი - თელ-ავივის რეისზე ერთმა პილოტმა მეორეს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ერთ-ერთი პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა, თუმცა მგზავრებმა სიტუაციის განმუხტვა შეძლეს. ისრაელის ხელისუფლება მომხდარს ტერაქტად განიხილავს
- რუსთავი 2Fly Dubai-ის თვითმფრინავმა უკრაინელ და რუს პილოტებს შორის მომხდარი ჩხუბის გამო საუდის არაბეთში ავარიული დაშვება განახორციელა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…