FlyDubai-მ თელ-ავივის მიმართულებით ფრენები დროებით შეაჩერა
ავიაკომპანია FlyDubai-მ თელ-ავივის მიმართულებით ფრენები დროებით შეაჩერა. გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალ რეისზე პილოტმა კაპიტანს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. ხომალდზე მყოფმა სხვა მფრინავებმა სიტუაცია განმუხტეს და თვითმფრინავი საუდის არაბეთში უსაფრთხოდ დასვეს.

ავიაკომპანია FlyDubai-მ თელ-ავივის მიმართულებით და საპირისპირო რეისებზე ფრენები დროებით შეაჩერა. არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება კომპანიამ ბორტზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ მიიღო.
ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის განცხადებით, ფრენების შეჩერება ოფიციალურ უწყებებს მომხდარის გარემოებების სრულყოფილ გამოძიებაში დაეხმარება.
შეგახსენებთ, დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალ რეისზე გუშინ ერთ-ერთმა პილოტმა კაპიტანს ცივი იარაღით მძიმე ჭრილობები მიაყენა და, ისრაელის უსაფრთხოების უწყებების ცნობით, ხომალდის ჩამოგდება სცადა. საბოლოოდ, რეისი FZ 1073 საუდის არაბეთში უსაფრთხოდ დაეშვა, რადგან ხომალდზე მგზავრის სტატუსით მყოფმა მფრინავებმა ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის აღკვეთა შეძლეს და თვითმფრინავი უსაფრთხოდ დასვეს.
მოგვიანებით კომპანიამ ტაბუკში სათადარიგო თვითმფრინავი გაგზავნა და ყველა მგზავრი თელ-ავივში გადაიყვანა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ალია,, პილოტმა კაპიტანს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა” – ისრაელი მომხდარს ტერაქტად განიხილავს
- ინტერპრესნიუსიმედია - ისრაელელი ოფიციალური პირები სულ უფრო მეტად მიიჩნევენ, რომ flydubai-ს რეისზე მომხდარი ინციდენტი ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო
- ტაბულადუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ
- ფორმულადუბაი-თელ-ავივის რეისზე მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ
- რუსთავი 2სისხლიანი დაპირისპირება პილოტების კაბინაში - რა მოხდა Flydubai-ის ბორტზე?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…