პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თბილისის პროკურატურას ესტუმრა

საქართველოს პროკურატურა

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივანი როელ დონა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში თბილისის პროკურატურას ესტუმრა, სადაც შეხვედრა გაიმართა საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებთან.

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თბილისის პროკურატურას ესტუმრა
რუსთავი 2

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალური მდივანი როელ დონა საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თბილისის პროკურატურას ესტუმრა, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, თბილისის პროკურატურაში ორმხრივ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, თბილისის პროკურორი გიორგი მიქაია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი ირაკლი ჩილინგარაშვილი, ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პროგრამების აღმასრულებელი მენეჯერი ირინა ბერიძე ესწრებოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მიქავამ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალურ მდივანს როელ დონას საქართველოს პროკურატურის საქმიანობის პრეზენტაცია წარუდგინა. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუმარს თბილისის პროკურატურის შენობა დაათვალიერებინეს. ასევე, გააცნეს თბილისის რაიონული პროკურატურის ახალი შენობის პროექტი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 3ნეიტრალური 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოგენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალურ მდივანს როელ დონას შეხვდა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალურ მდივანს როელ დონას შეხვდა
  3. პირველი არხისამთავრობოგიორგი გვარაკიძე პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალურ მდივანს, როელ დონას შეხვდა
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალური მდივანი როელ დონა საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თბილისის პროკურატურას ესტუმრა
  5. რუსთავი 2სამთავრობოგენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები