ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი გვარაკიძე სომხეთის გენერალურ პროკურორს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სომხეთის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა, სადაც მხარეებმა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასა და სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

გიორგი გვარაკიძე სომხეთის გენერალურ პროკურორს შეხვდა
გიორგი გვარაკიძე სომხეთის გენერალურ პროკურორს შეხვდარუსთავი 2

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა.

"სომხეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის ანა ვარდაპეტიანის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე კახაბერ მურადაშვილი, გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, სომხეთის გენერალური პროკურორის მოადგილე ეგიაზარ ავაგიანი, სომხეთის რესპუბლიკის გენ პროკურორის მრჩეველი ლუსინე მარტიროსიან და საქართველოში სომხეთის საელჩოს მრჩეველი ჰრანტ ვოსკანიანი ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძე მადლობა გადაუხადა სომხეთის გენერალურ პროკურორს საქართველოში სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები ხელს უწყობს მართლმსაჯულების მიმართულებით ეფექტიან თანამშრომლობას", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე, ორ ქვეყანას შორის სისხლის სამართლის სფეროში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე, დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით მზაობა გამოთქვეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სომხეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის ანა ვარდაპეტიანის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე კახაბერ მურადაშვილი, გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, სომხეთის გენერალური პროკურორის მოადგილე ეგიაზარ ავაგიანი, სომხეთის რესპუბლიკის გენ პროკურორის მრჩეველი ლუსინე მარტიროსიან და საქართველოში სომხეთის საელჩოს მრჩეველი ჰრანტ ვოსკანიანი ესწრებოდნენ. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძე მადლობა გადაუხადა სომხეთის გენერალურ პროკურორს საქართველოში სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები ხელს უწყობს მართლმსაჯულების მიმართულებით ეფექტიან თანამშრომლობას“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელს, ელჩ კრისტოფ შპეტს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები