პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალური მდივანი როელ დონა საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თბილისის პროკურატურას ესტუმრა
პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალური მდივანი როელ დონა საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თბილისის პროკურატურას ესტუმრა და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდა.

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალური მდივანი როელ დონა საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თბილისის პროკურატურას ესტუმრა.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის პროკურატურაში ორმხრივ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, თბილისის პროკურორი გიორგი მიქაია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი ირაკლი ჩილინგარაშვილი, ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პროგრამების აღმასრულებელი მენეჯერი ირინა ბერიძე ესწრებოდნენ.
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მიქავამ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალურ მდივანს როელ დონას საქართველოს პროკურატურის საქმიანობის პრეზენტაცია წარუდგინა. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუმარს თბილისის პროკურატურის შენობა დაათვალიერებინეს და თბილისის რაიონული პროკურატურის ახალი შენობის პროექტი გააცნეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალურ მდივანს როელ დონას შეხვდა
- ინტერპრესნიუსიგენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალურ მდივანს როელ დონას შეხვდა
- პირველი არხიგიორგი გვარაკიძე პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალურ მდივანს, როელ დონას შეხვდა
- რუსთავი 2გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
- რუსთავი 2პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თბილისის პროკურატურას ესტუმრა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…