პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სომხეთის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა. მხარეებმა სისხლის სამართლის სფეროში გამოცდილების გაზიარებაზე, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასა და მართლმსაჯულების კუთხით თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს.

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა
იმედინიუსი

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა.

სომხეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის ანა ვარდაპეტიანის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე კახაბერ მურადაშვილი, გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, სომხეთის გენერალური პროკურორის მოადგილე ეგიაზარ ავაგიანი, სომხეთის რესპუბლიკის გენ პროკურორის მრჩეველი ლუსინე მარტიროსიან და საქართველოში სომხეთის საელჩოს მრჩეველი ჰრანტ ვოსკანიანი ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძე მადლობა გადაუხადა სომხეთის გენერალურ პროკურორს საქართველოში სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები ხელს უწყობს მართლმსაჯულების მიმართულებით ეფექტიან თანამშრომლობას.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე, ორ ქვეყანას შორის სისხლის სამართლის სფეროში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე, დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით მზაობა გამოთქვეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოგიორგი გვარაკიძე სომხეთის გენერალურ პროკურორს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები