იტალიამ ერაყიდან სამხედრო ძალების გაყვანა დაასრულა
იტალიამ ერაყიდან სამხედრო ძალების გაყვანა დაასრულა, რითაც ქვეყანაში მათი 12-წლიანი ყოფნა დასრულდა. იტალიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს ახალ ეტაპს აღნიშნავს, თუმცა ევროკავშირის მისიის ფარგლებში ერაყში ორი იტალიელი კარაბინიერი დარჩება.

იტალიამ ერაყიდან სამხედრო ძალების გაყვანა დაასრულა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
იტალიის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ერაყში დარჩენილი ბოლო სამხედრო დანაყოფი გაიყვანეს, რის შემდეგაც, ერაყში მათი 12-წლიანი სამხედრო ყოფნა დასრულდა.
იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროსეტოს თქმით, სამხედროების გაყვანა ახალ ეტაპს აღნიშნავს, როდესაც ერაყი თავის უსაფრთხოებაზე უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებს.
როგორც უწყებაში განაცხადეს, ერაყში ევროკავშირის მისიის (EUAM) ფარგლებში ორი იტალიელი კარაბინიერი დარჩება.
ცნობისთვის, ნატო-ს მოკავშირეები ერაყის ხელისუფლებას შეუთანხმდნენ, რომ თავიანთ სამხედროებს 30 სექტემბრამდე გაიყვანდნენ. ერაყში დარჩენილ ბაზებს აშშ-ის სამხედრო ძალებიც დატოვებენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…