ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თენგიზ შარმანაშვილი გახარიას პარტიას: ჩორჩანას თემა რომ არ არის თქვენი, რამდენჯერ უნდა გითხრან?

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა, „გახარია-საქართველოსთვის“ წევრებს მიმართა და აღნიშნა, რომ ჩორჩანას თემა მათთვის მომგებიანი არ არის. მისი თქმით, მასალები წარმოდგენილია, პარტიის თავმჯდომარე პასუხისგებაშია მიცემული და მას სასამართლოში თავის დაცვის საშუალება აქვს.

თენგიზ შარმანაშვილი გახარიას პარტიას: ჩორჩანას თემა რომ არ არის თქვენი, რამდენჯერ უნდა გითხრან?
თენგიზ შარმანაშვილი გახარიას პარტიას: ჩორჩანას თემა რომ არ არის თქვენი, რამდენჯერ უნდა გითხრან?რუსთავი 2

"ჩორჩანას თემა რომ არ არის თქვენი თემა და მომგებიანი თემა, კიდევ რამდენჯერ უნდა გითხრან, რომ ეს დაიჯეროთ?"- ასე მიმართა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა "გახარია-საქართველოსთვის" წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

შარმანაშვილის განცხადებით, საკითხზე მასალები უკვე წარმოდგენილია და პარტიის თავმჯდომარეს აქვს შესაძლებლობა, საკუთარი სიმართლე სასამართლოს წინაშე დაამტკიცოს.

"გეუბნებით და კომისიამაც გითხრათ, მასალები წარმოდგენილია. პასუხისგებაში არის თქვენი თავმჯდომარე მიცემული და მას აქვს საშუალება სასამართლოს წინაშე იმართლოს თავი და დაასაბუთოს, რომ ეს დანაშაული არ არის საერთოდ, ან არ ჩაუდენია. მაგრამ, ამას აკეთებს, არ აკეთებს, უკვე არც ვიცი, წარმოდგენაც აღარ მაქვს უკვე, რას აკეთებს საერთოდ.

ფაქტია და ამას ვერავინ გაექცევა. ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია ჩავიდეს და ჰკითხოს იქაურ მოსახლეობას: შედიოდნენ თუ არა იმ მილიონ კვადრატულ მეტრ ტყეში და გამოჰქონდათ თუ არა იქიდან ზამთრისთვის, ვთქვათ, მასალები, შეშა; ჩადიოდნენ თუ არა მდინარის ნაპირას, იქით მხარეს და ინერტული მასალების გამოყენების საშუალება ჰქონდათ თუ არა. ახლა აქვთ თუ არა ამის საშუალება? და ყველა ნათლად დაინახავს, რომ ეს ტერიტორიები კი არ დაიკარგა, ჩვენ გვაბრალებდნენ, თითქოს ვილაპარაკეთ, რომ ეს ტერიტორიები დაიკარგა, გადავიდა ჩვენი მოწინააღმდეგეების კონტროლის ქვეშ.

ეს ხომ ფაქტია? -არა, მაინც ურცხვად ამბობენ, რომ ასეთი რამე არ მომხდარა. ნუ, კარგი, იყავით ეგრე და ილაპარაკეთ. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად დაინახა და იცის," - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გეუბნებით და კომისიამაც გითხრათ, მასალები წარმოდგენილია. პასუხისგებაში არის თქვენი თავმჯდომარე მიცემული და მას აქვს საშუალება სასამართლოს წინაშე იმართლოს თავი და დაასაბუთოს, რომ ეს დანაშაული არ არის საერთოდ, ან არ ჩაუდენია. მაგრამ, ამას აკეთებს, არ აკეთებს, უკვე არც ვიცი, წარმოდგენაც აღარ მაქვს უკვე, რას აკეთებს საერთოდ. ფაქტია და ამას ვერავინ გაექცევა. ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია ჩავიდეს და ჰკითხოს იქაურ მოსახლეობას: შედიოდნენ თუ არა იმ მილიონ კვადრატულ მეტრ ტყეში და გამოჰქონდათ თუ არა იქიდან ზამთრისთვის, ვთქვათ, მასალები, შეშა; ჩადიოდნენ თუ არა მდინარის ნაპირას, იქით მხარეს და ინერტული მასალების გამოყენების საშუალება ჰქონდათ თუ არა. ახლა აქვთ თუ არა ამის საშუალება? და ყველა ნათლად დაინახავს, რომ ეს ტერიტორიები კი არ დაიკარგა, ჩვენ გვაბრალებდნენ, თითქოს ვილაპარაკეთ, რომ ეს ტერიტორიები დაიკარგა, გადავიდა ჩვენი მოწინააღმდეგეების კონტროლის ქვეშ. ეს ხომ ფაქტია? -არა, მაინც ურცხვად ამბობენ, რომ ასეთი რამე არ მომხდარა. ნუ, კარგი, იყავით ეგრე და ილაპარაკეთ. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად დაინახა და იცის,“
თენგიზ შარმანაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ისეთ შუამდგომლობებს აყენებდნენ და ისეთი ფორმით, რომელიც იმთავითვე განწირული იყო იმისთვის, რომ არ დააკმაყოფილებდნენ" - თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები