პატრიარქი ქადაგებისას მეუფე იობის გინების ფაქტს არ გამოხმაურებია
პატრიარქი ქადაგებისას მეუფე იობის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას არ გამოხმაურებია. მანამდე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ლაშა ნაცვლიშვილმა მეუფე იობის მისამართით შეურაცხმყოფელი ფრაზა დაწერა, რასაც საპატრიარქოდან მამა ანდრია ჯაღმაიძე გამოეხმაურა.

პატრიარქი ქადაგებისას მეუფე იობის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას და გინების ფაქტს არ გამოხმაურებია.
კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღე მიულოცა საზოგადოებას და მოწამეობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მარიამ ლაშმა, მეუფე იობის ქადაგების შეფასებისას თქვა, რომ „ღმერთმა შეუნდოს“
ლაშა ნაცვლიშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და წლების წინ ამ პარტიის პიარ-კონსულტანტიც იყო, სოციალურ ქსელში დაწერა: „იობ ტვაიუ მაწ რა“.
მეუფე იობის მიერ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ქადაგების შემდეგ მასზე მედიაში გავრცელებულ შეფასებებს გამოეხმაურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მამა ანდრია ჯაღმაიძე.
"ვნახეთ ზოგიერთი გამონათქვამი მეუფე იობის მისამართით, რაც შორს სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას, მეტიც, ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს"- თვლის მამა ანდრია.
კუმურდოსა და კარის ეპისკოპოსი მეუფე ნიკოლოზი ლაშა ნაცვლიშვილს აღსარების ჩაბარებას ურჩევს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…