პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თენგიზ შარმანაშვილი – ჩვენ ვამბობთ, „გაიტანეთ გრენლანდია“, ანუ, აკრძალეთ გახარიას პარტია, რატომ უნდა გამოცხადდეს ეს პარტია არაკონსტიტუციურად, არგუმენტებს საკონსტიტუციო სასამართლოში წარვადგენთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ გახარიას პარტია არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს. მისი თქმით, პარტია არ ცნობს კონსტიტუციურად არჩეულ ხელისუფლებას და ხელს უშლის მის ფუნქციონირებას, რის არგუმენტებსაც ისინი საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგენენ.

თენგიზ შარმანაშვილი – ჩვენ ვამბობთ, „გაიტანეთ გრენლანდია“, ანუ, აკრძალეთ გახარიას პარტია, რატომ უნდა გამოცხადდეს ეს პარტია არაკონსტიტუციურად, არგუმენტებს საკონსტიტუციო სასამართლოში წარვადგენთ
პირველი არხი

ჩვენ ვამბობთ, „გაიტანეთ გრენლანდია“, ანუ, აკრძალეთ გახარიას პარტია. ეს უნდა ჩამოხსნას ვაჟა ზაზაევიჩმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, მათ აქვთ თავიანთი არგუმენტები და ეცდებიან, რომ ეს არგუმენტები საკონსტიტუციო სასამართლოში დაასაბუთონ.

„გახარიას პარტიას სრული თავისუფლება ექნება, რომ ჩვენი მოსაზრებები გააბათილოს და საკონსტიტუციო სასამართლო თავის სიმართლეში დაარწმუნოს. მათი ქმედებები კონსტიტუციის მიღმაა. ჩვენს არგუმენტებს საკონსტიტუციო სასამართლოში წარვადგენთ, რატომ უნდა გამოცხადდეს ეს პარტია არაკონსტიტუციურად. ეს პარტია არ ცნობს კონსტიტუციურად არჩეულ ხელისუფლებას, ხელს უშლის მის ფუნქციონირებას. უკავშირდებოდნენ არაკონსტიტუციურ პარტიებს და ისინი უარყოფდნენ საქართველოს ხელისუფლების არგუმენტებს. ბევრ დეტალზე ახლა არ ვისაუბრებ, ყველაფერი საკონსტიტუციო სარჩელში იქნება“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"კონსტიტუციით და კანონმდებლობით, ამის უფლება ჩვენს პარტიას ჰქონდა და ეს იმ ეტაპზე გავაკეთეთ, როცა მიზანშეწონილად ჩაითვალა" - თენგიზ შარმანაშვილი პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელში გახარიას პარტიის დამატებაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები