ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თენგიზ შარმანაშვილი - გახარიას პარტიას: „ჩორჩანას თემა რომ არ არის თქვენი, რამდენჯერ უნდა გითხრან? ნებისმიერ

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა, პლენარულ სხდომაზე „გახარია – საქართველოსთვის“ წევრებს მიმართა და განაცხადა, რომ ჩორჩანას თემა მათთვის მომგებიანი არ არის. მისი თქმით, მასალები წარმოდგენილია და მათი თავმჯდომარე პასუხისგებაშია მიცემული, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვით ცხადი გახდება, რომ ტერიტორიები არ დაკარგულა.

თენგიზ შარმანაშვილი - გახარიას პარტიას: „ჩორჩანას თემა რომ არ არის თქვენი, რამდენჯერ უნდა გითხრან? ნებისმიერ
თენგიზ შარმანაშვილი - გახარიას პარტიას: „ჩორჩანას თემა რომ არ არის თქვენი, რამდენჯერ უნდა გითხრან? ნებისმიერPOSTV

„ჩორჩანას თემა რომ არ არის თქვენი თემა და მომგებიანი თემა, კიდევ რამდენჯერ უნდა გითხრან, რომ ეს დაიჯეროთ?“ – ასე მიმართა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა „გახარია – საქართველოსთვის“ წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„გეუბნებით და კომისიამაც გითხრათ – მასალები წარმოდგენილია. პასუხისგებაში არის თქვენი თავმჯდომარე მიცემული და მას აქვს საშუალება, სასამართლოს წინაშე იმართლოს თავი და დაასაბუთოს, რომ ეს დანაშაული არ არის საერთოდ, ან არ ჩაუდენია. მაგრამ, ამას აკეთებს, არ აკეთებს, უკვე არც ვიცი, წარმოდგენაც აღარ მაქვს უკვე, რას აკეთებს საერთოდ.

ფაქტია და ამას ვერავინ გაექცევა. ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია, ჩავიდეს და ჰკითხოს იქაურ მოსახლეობას: შედიოდნენ თუ არა იმ მილიონ კვადრატულ მეტრ ტყეში და გამოჰქონდათ თუ არა იქიდან ზამთრისთვის, ვთქვათ, მასალები, შეშა; ჩადიოდნენ თუ არა მდინარის ნაპირას, იქითა მხარეს და ინერტული მასალების გამოყენების საშუალება ჰქონდათ თუ არა. ახლა აქვთ თუ არა ამის საშუალება? და ყველა ნათლად დაინახავს, რომ ეს ტერიტორიები კი არ დაიკარგა, ჩვენ გვაბრალებდნენ, თითქოს ვილაპარაკეთ, რომ ეს ტერიტორიები დაიკარგა, გადავიდა ჩვენი მოწინააღმდეგეების კონტროლის ქვეშ.

ეს ხომ ფაქტია? – არა, მაინც ურცხვად ამბობენ, რომ ასეთი რამე არ მომხდარა. კარგი, იყავით ეგრე და ილაპარაკეთ. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად დაინახა და იცის“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გეუბნებით და კომისიამაც გითხრათ – მასალები წარმოდგენილია. პასუხისგებაში არის თქვენი თავმჯდომარე მიცემული და მას აქვს საშუალება, სასამართლოს წინაშე იმართლოს თავი და დაასაბუთოს, რომ ეს დანაშაული არ არის საერთოდ, ან არ ჩაუდენია. მაგრამ, ამას აკეთებს, არ აკეთებს, უკვე არც ვიცი, წარმოდგენაც აღარ მაქვს უკვე, რას აკეთებს საერთოდ. ფაქტია და ამას ვერავინ გაექცევა. ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია, ჩავიდეს და ჰკითხოს იქაურ მოსახლეობას: შედიოდნენ თუ არა იმ მილიონ კვადრატულ მეტრ ტყეში და გამოჰქონდათ თუ არა იქიდან ზამთრისთვის, ვთქვათ, მასალები, შეშა; ჩადიოდნენ თუ არა მდინარის ნაპირას, იქითა მხარეს და ინერტული მასალების გამოყენების საშუალება ჰქონდათ თუ არა. ახლა აქვთ თუ არა ამის საშუალება? და ყველა ნათლად დაინახავს, რომ ეს ტერიტორიები კი არ დაიკარგა, ჩვენ გვაბრალებდნენ, თითქოს ვილაპარაკეთ, რომ ეს ტერიტორიები დაიკარგა, გადავიდა ჩვენი მოწინააღმდეგეების კონტროლის ქვეშ. ეს ხომ ფაქტია? – არა, მაინც ურცხვად ამბობენ, რომ ასეთი რამე არ მომხდარა. კარგი, იყავით ეგრე და ილაპარაკეთ. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად დაინახა და იცის“
თენგიზ შარმანაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თენგიზ შარმანაშვილი – ჩვენ ვამბობთ, „გაიტანეთ გრენლანდია“, ანუ, აკრძალეთ გახარიას პარტია, რატომ უნდა გამოცხადდეს ეს პარტია არაკონსტიტუციურად, არგუმენტებს საკონსტიტუციო სასამართლოში წარვადგენთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები