პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 298 000 000 ლარზე მეტით არის გაზრდილი

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2027 წლის ბიუჯეტით განათლების სამინისტროს დაფინანსება 298 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა და 3 მილიარდს აჭარბებს. თანხის ნაწილი მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების ზრდასა და დამრიგებლის დანამატის გაორმაგებას მოხმარდება.

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 298 000 000 ლარზე მეტით არის გაზრდილი
რუსთავი 2

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 298 მილიონ ლარზე მეტით და 3 მილიარდ ლარს აჭარბებს.

ამასთან აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურისა და მოსწავლეთა ტრანსპორტირების თანხები გათვალისწინებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში, რომელთა გათვალისწინებითაც ჯამურად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის პროგრამებისათვის განკუთვნილი თანხები 2027 წელს შეადგენს 3 მილიარდ 710 მილიონ ლარს.

სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში:

სკოლების დაფინანსებაზე მიიმართება 1 მილიარდ 950 მილიონ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებში, სასკოლო სწავლების მომსახურებას იღებს 560 ათასზე მეტი ბავშვი.

სკოლების დაფინანსება მიმდინარე წელთან შედარებით, გაზრდილია 190 მილიონ ლარზე მეტით, რაც შესაძლებლობას იძლევა გაიზარდოს მასწავლებლებისა და სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის, ჯამში 70 ათასზე მეტი პირის ხელფასი.

გარდა ამისა, მომდევნო წლის სექტემბრიდან, გათვალისწინებულია, საჯარო სკოლებში 30 ათასზე მეტი დამრიგებლის დანამატის გაორმაგება.

ზოგადი განათლების სხვა პროგრამების დაფინანსება, ჯამში, შეადგენს 284 მილიონ ლარს.

პროფესიული განათლების დაფინანსება, დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩათვლით, ჯამურად, შეადგენს 263 მილიონ ლარს. გამოყოფილი თანხის ფარგლებში, პროფესიული განათლების მიღებას შეძლებს 45 ათასი ჩვენი მოქალაქე.

უმაღლესი განათლების დასაფინანსებლად, გათვალისწინებულია 267 მილიონ ლარამდე, მათ შორის, 105 მილიონი ლარია გათვალისწინებული სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლების მიმართულებით, სადაც მიმდინარე წელს პირველ კურსზე უკვე ჩაირიცხა 20 ათასზე მეტი სტუდენტი.

მეცნიერების დაფინანსებაზე გათვალისწინებულია 97 მილიონი ლარი.

ახალგაზრდობის მხარდაჭერის მიმართულებით, გამოყოფილია 26 მილიონ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებშიც ცხვარიჭამიასა და ბახმაროში დაგეგმილია ახალი ახალგაზრდული ბანაკების მშენებლობის დაწყება.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსია განიხილა​წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები