პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ელენე ხოშტარია: ამიერიდან, მკურნალობას შერეულად გავაგრძელებ - ციხეში და ვივამედში

იუსტიციის სამინისტრო

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ავრცელებს წერილს, რომლის მიხედვითაც ის „ვივამედის“ კლინიკიდან რუსთავის ციხეში ბრუნდება. მისი თქმით, მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულდა და ამიერიდან ის მკურნალობას შერეულად — ციხესა და „ვივამედში“ გააგრძელებს.

ელენე ხოშტარია: ამიერიდან, მკურნალობას შერეულად გავაგრძელებ - ციხეში და ვივამედში
ფორმულა

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია წერილს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ დღეს ვივამედის კლინიკიდან რუსთავის ციხეში ბრუნდება.

მისი ინფორმაციით, მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია.

"ამიერიდან, მკურნალობას შერეულად გავაგრძელებ - ციხეში და ვივამედში. კლინიკაში თვეში ერთხელ მოვალ ხოლმე წამლების მისაღებად და შესამოწმებლად.

დიდი მადლობა ვივამედს, ყველა ექთანს, დამლაგებელს, ყველა თანამშრომელს ყურადღებისთვის. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ პენიტენციურ სამსახურთან გვქონდა კონსტრუქციული და საქმიანი თანამშრომლობა.

მადლობა ყველა იმ ოფიცერს, რომელთანაც ამ პერიოდის განმავლობაში, შეხება მქონდა. მიხარია, რომ ისინი გავიცანი. მათზე, რომ გამოვალ, მერე ვილაპარაკებ ბევრს.

ახლა კი დროებით, ერთი თვით, დავბრუნდები რუსთავის ქალთა ციხეში.

დიდი მადლობა ჩემს ექიმებს - მაკა იოსელიანს, ანი ქვთარაძეს და ყველას, ვინც შესაძლებელი გახადა ჩემი მკურნალობა", - წერს ხოშტარია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
ოპოზიციური 4
  1. TV პირველიოპოზიციური„მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია“ - ელენე ხოშტარიას „ვივამედიდან“ რუსთავის ქალთა ციხეში აბრუნებენ
  2. ბათუმელებიოპოზიციურიელენე ხოშტარია კლინიკიდან რუსთავის ქალთა ციხეში გადაჰყავთ
  3. ტაბულაოპოზიციურიელენე ხოშტარია ვივამედიდან კვლავ რუსთავის ქალთა ციხეში გადაიყვანეს
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიელენე ხოშტარია "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში ბრუნდება
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
როგორც არ უნდა მომიწიოს გადაადგილება, ივანიშვილის რეჟიმს მაინც დავამარცხებთ - ხოშტარიას გზავნილი ციხიდანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები