ელენე ხოშტარია ვივამედიდან კვლავ რუსთავის ქალთა ციხეში გადაიყვანეს
დროას თავმჯდომარე ელენე ხოშტარია კლინიკა ვივამედიდან რუსთავის ქალთა ციხეში დააბრუნეს. მისი თქმით, მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულდა და სამომავლოდ მკურნალობას შერეულად გააგრძელებს, ხოლო კლინიკაში თვეში ერთხელ დაბრუნდება.

დროას თავმჯდომარე, ელენე ხოშტარია კლინიკა ვივამედიდან კვლავ რუსთავის ქალთა ციხეში გადაიყვანეს. ხოშტარიას თქმით, მკურნალობას შერეულად გააგრძელებს და კლინიკაში წამლების მისაღებად და შემოწმებისთვის თვეში ერთხელ დაბრუნდება.
ამის შესახებ ხოშტარიას განცხადება სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
"დღეს ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში. მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია. ამიერიდან, მკურნალობას შერეულად გავაგრძელებ - ციხეში და ვივამედში. კლინიკაში თვეში ერთხელ მოვალ ხოლმე წამლების მისაღებად და შესამოწმებლად.
დიდი მადლობა ვივამედს, ყველა ექთანს, დამლაგებელს, ყველა თანამშრომელს ყურადღებისთვის. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ პენიტენციურ სამსახურთან გვქონდა კონსტრუქციული და საქმიანი თანამშრომლობა. მადლობა ყველა იმ ოფიცერს, რომელთანაც ამ პერიოდის განმავლობაში, შეხება მქონდა. მიხარია, რომ ისინი გავიცანი. მათზე, რომ გამოვალ, მერე ვილაპარაკებ ბევრს.
ახლა კი დროებით, ერთი თვით, დავბრუნდები რუსთავის ქალთა ციხეში.
დიდი მადლობა ჩემს ექიმებს - მაკა იოსელიანს, ანი ქავთარაძეს და ყველას, ვინც შესაძლებელი გახადა ჩემი მკურნალობა". - წერს ელენე ხოშტარია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.