როგორც არ უნდა მომიწიოს გადაადგილება, ივანიშვილის რეჟიმს მაინც დავამარცხებთ - ხოშტარიას გზავნილი ციხიდან
„დროას“ პატიმრობაში მყოფი ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს აქვეყნებს და აცხადებს, რომ როგორც არ უნდა მოუწიოს გადაადგილება, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს მაინც დაამარცხებენ. მისი თქმით, ციხის ადმინისტრაციასთან პრეტენზია არ აქვს, ჯანმრთელობის დაზიანებაზე კი პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს.

„დროას“ პატიმრობაში მყოფი ლიდერი, ელენე ხოშტარია, ციხიდან წერილს აქვეყნებს და განმარტავს, რატომ მოუწია ეტლით გადაადგილება საავამდყოფოში მიყვანის დროს.
როგორც ის ამბობს, ეტლით მხოლოდ დიდ დისტანციებზე სარგებლობს, დანარჩენ შემთხვევაში კი ძირითადად ჯოხით, ზოგჯერ კი მის გარეშეც გადაადგილდება.
ჯოხით და ეტლით კი არა, როგორც არ უნდა მომიწიოს გადაადგილება, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს მაინც დავამარცხებთ, - წერს ხოშტარია.
ხალხნო, ძალიან გამიხარდა, რომ ჭუჭრუტანიდან დაგენახეთ და თუნდაც ხელის მოძრაობით შევძელი ჩემი ემოციის გამოხატვა. პირველ რიგში, მინდა იცოდეთ, რომ ეტლით გადავაადგილდები მხოლოდ დიდ დისტანციებზე. ძირითადად ჯოხით დავდივარ და, იშვიათ შემთხვევებში, უჯოხოდაც ვახერხებ სიარულს. ექიმები მაკა იოსელიანი და ანი ქავთარაძე ყველაფერს აკეთებენ და უკეთესადაც ვარ, ამიტომ დარწმუნებული იყავით, რომ აუცილებლად კარგად ვიქნები. მოკლედ, ჯოხით და ეტლით კი არა, როგორც არ უნდა მომიწიოს გადაადგილება, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს მაინც დავამარცხებთ. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.
იმასაც ძალიან კარგად ვგრძნობ, რომ დღეს მე ვარ ბევრად უფრო კარგად, ვიდრე მოსამართლის მანტიაში გამოწყობილი ის ადამიანები საკონსტიტუციოში, რომლებმაც ზუსტად იციან, რა საშინელებას სჩადიან, მაგრამ მაინც სჩადიან. ვიდრე რეჟიმის ის მსახურები, რომლებსაც შეიძლება უწევთ ან შეიძლება მათი არჩევანია და მაინც სჩადიან საშინელებებს. ბევრად უფრო კარგად ვარ მე - სიყვარულით და სიმართლით გარემოცული. სწორედ ამიტომ ვგრძნობ თავს ნამდვილად ძალიან მხნედ და ძლიერად.
აქვე ვიტყვი, რომ ციხის ადმინისტრაციასთან არ მაქვს პრეტენზია, რაც შესაძლებელია, ყველაფერს აკეთებენ ჩემი ჯანმრთელობისთვის. ხოლო რაც შეეხება ქართულ ოცნებას, რა თქმა უნდა, როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, ისინი აუცილებლად აგებენ პასუხს. არცერთი წუთი არ გავჩერდები იქამდე, სანამ სრული პასუხისმგებლობა არ იქნება მათზე დაკისრებული. უამრავ ადამიანს დაუზიანდა ჩემსავით და ჩემზე უფრო მეტად ჯანმრთელობა, მოწყვეტილი არიან ოჯახებს. ამიტომ ამის დავიწყება ნამდვილად არ იქნება! პოლიტიკურ საფასურს გადაიხდიან, ადამიანურად კი საერთოდ არ მცხელა მათთვის.
ბოლომდე!
პ.ს. ერთადერთი თხოვნა მაქვს - ძალიან რთულია საკანში „ფორმულას“ მაუწყებლობის გარეშე ყოფნა. ვერ აგიხსნით, რამხელა დანაკლისია. ამიტომ ყველას გთხოვთ, დავუჭიროთ მხარი ფინანსურად ისე, როგორც შეგვიძლია. ძალიან მნიშვნელოვანია, პატიმრებს და არა მხოლოდ მათ, ჰქონდეთ წვდომა ფორმულაზე.
#GE32TB7843845067800005, - წერს ხოშტარია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაელენე ხოშტარია - ჯოხით და ეტლით კი არა, როგორც არ უნდა მომიწიოს გადაადგილება, ივანიშვილის რეჟიმს მაინც დავამარცხებთ - დღეს მე ბევრად კარგად ვარ, ვიდრე მოსამართლის მანტიაში გამოწყობილი ადამიანები
ხოშტარია: ეტლით გადავადგილდები მხოლოდ დიდ დისტანციებზე
“დღეს მე ვარ ბევრად უფრო კარგად, ვიდრე მოსამართლის მანტიაში გამოწყობილი ის ადამიანები საკონსტიტუციოში”– ელენე ხოშტარია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…