ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ელენე ხოშტარია კლინიკიდან რუსთავის ქალთა ციხეში გადაჰყავთ

იუსტიციის სამინისტრო

ელენე ხოშტარია „ვივამედის“ კლინიკიდან რუსთავის ქალთა ციხეში ბრუნდება. როგორც თავად სოციალურ ქსელში წერს, მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულდა და ამიერიდან მკურნალობას შერეულად გააგრძელებს.

ელენე ხოშტარია კლინიკიდან რუსთავის ქალთა ციხეში გადაჰყავთ
ელენე ხოშტარია კლინიკიდან რუსთავის ქალთა ციხეში გადაჰყავთბათუმელები

ელენე ხოშტარია „ვივამედის“ კლინიკიდან რუსთავის ქალთა ციხეში გადაჰყავთ. ამის შესახებ ელენე ხოშტარია თავად წერს ფეისბუქზე. იგი აღნიშნავს, რომ მკურნალობას ციხეში გააგრძელებს.

„დღეს ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში. მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია. ამიერიდან, მკურნალობას შერეულად გავაგრძელებ – ციხეში და ვივამედში. კლინიკაში თვეში ერთხელ მოვალ ხოლმე წამლების მისაღებად და შესამოწმებლად.

დიდი მადლობა ვივამედს, ყველა ექთანს, დამლაგებელს, ყველა თანამშრომელს ყურადღებისთვის. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ პენიტენციურ სამსახურთან გვქონდა კონსტრუქციული და საქმიანი თანამშრომლობა. მადლობა ყველა იმ ოფიცერს, რომელთანაც ამ პერიოდის განმავლობაში, შეხება მქონდა. მიხარია, რომ ისინი გავიცანი. მათზე, რომ გამოვალ, მერე ვილაპარაკებ ბევრს.

ახლა კი დროებით, ერთი თვით, დავბრუნდები რუსთავის ქალთა ციხეში.

დიდი მადლობა ჩემს ექიმებს – მაკა იოსელიანს, ანი ქავთარაძეს და ყველას, ვინც შესაძლებელი გახადა ჩემი მკურნალობა“ – წერს ელენე ხოშტარია.

ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალად დასდეს სხვისი ნივთის დაზიანება (სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი). საქმე ეხება თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე ფლომასტრით გაკეთებულ წარწერას — „რუსული ოცნება“. ელენე ხოშტარიას ეს წარწერა ფაქტობრივად იყო სოლიდარობის აქტი, რომელიც სტუდენტის მიერ ბანერზე წარწერის გამო დაკავებას ეხმიანებოდა.

სასამართლომ ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, თუმცა, პოლიტიკოსმა უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე და მას 1,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობა ციხეში ყოფნის დროს გაუარესდა.

2026 წლის მარტში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ელენე ხოშტარიასა და სხვა პოლიტიკურ პატიმართა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები არის პოლიტიკურად მოტივირებული და მიმართულია გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეს ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში. მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია. ამიერიდან, მკურნალობას შერეულად გავაგრძელებ – ციხეში და ვივამედში. კლინიკაში თვეში ერთხელ მოვალ ხოლმე წამლების მისაღებად და შესამოწმებლად. დიდი მადლობა ვივამედს, ყველა ექთანს, დამლაგებელს, ყველა თანამშრომელს ყურადღებისთვის. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ პენიტენციურ სამსახურთან გვქონდა კონსტრუქციული და საქმიანი თანამშრომლობა. მადლობა ყველა იმ ოფიცერს, რომელთანაც ამ პერიოდის განმავლობაში, შეხება მქონდა. მიხარია, რომ ისინი გავიცანი. მათზე, რომ გამოვალ, მერე ვილაპარაკებ ბევრს. ახლა კი დროებით, ერთი თვით, დავბრუნდები რუსთავის ქალთა ციხეში. დიდი მადლობა ჩემს ექიმებს – მაკა იოსელიანს, ანი ქავთარაძეს და ყველას, ვინც შესაძლებელი გახადა ჩემი მკურნალობა“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.