ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ელენე ხოშტარია ციხიდან თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს

„დროას“ პატიმრობაში მყოფი ლიდერი ელენე ხოშტარია რუსთავის ციხიდან თოდუას კლინიკაში გეგმური შემოწმებისთვის ეტლით შეიყვანეს. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, მას თვეში ერთხელ სამედიცინო შემოწმება და კონკრეტული პრეპარატის მიღება ესაჭიროება.

ელენე ხოშტარია ციხიდან თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს
ელენე ხოშტარია ციხიდან თოდუას კლინიკაში გადაიყვანესინტერპრესნიუსი

პატიმრობაში მყოფი „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან თბილისში, თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს.

მსჯავრდებული პოლიტიკოსი საავადმყოფოში გეგმური შემოწმებისთვის ეტლით შეიყვანეს.

„როგორც შეთანხმდნენ, დაახლოებით თვეში ერთხელ, გადაჰყავთ კლინიკაში შემოწმებაზე, თვეში ერთხელ უწევს კონკრეტული პრეპარატის გაკეთება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად ნორმალურია, რომ ვთქვა, გამოჯანმრთელდა, ასე არ არის. ამ დროისთვისაც თოდუას კლინიკაშია“, - განუცხადეს „დროას“ პრესსამსახურში „ინტერპრესნიუსს“.

პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თავდაპირველად, კლინიკა „ვივამედში“, რამდენიმე თვის წინ გადაიყვანეს. აღნიშნული კლინიკიდან კი რუსთავის ქალთა ციხეში 27 სექტემბერს დააბრუნეს.

შეგახსენებთ, „დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია სამართალდამცველებმა თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. ელენე ხოშტარიამ კახა კალაძის საარჩევნო ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. პოლიტიკოსს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა, თუმცა გირაოს გადახდაზე მან უარი განაცხადა.

ხოშტარიას ბრალი 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ხოშტარია მოსამართლე გიორგი არევაძემ კალაძის ბანერის დაზიანების საქმეში დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ალიაოპოზიციურიელენე ხოშტარია ციხიდან თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როგორც შეთანხმდნენ, დაახლოებით თვეში ერთხელ, გადაჰყავთ კლინიკაში შემოწმებაზე, თვეში ერთხელ უწევს კონკრეტული პრეპარატის გაკეთება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად ნორმალურია, რომ ვთქვა, გამოჯანმრთელდა, ასე არ არის. ამ დროისთვისაც თოდუას კლინიკაშია“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს - პოლიტიკოსი ეტლით გადაადგილდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები