ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ხოშტარია კლინიკაში მიიყვანეს, ის ეტლით გადაადგილდება

პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია ციხიდან თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის ეტლით გადაადგილდება. პარტია „დროას“ ლიდერის, გიორგი ლემონჯავას განცხადებით, ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მას კვლევები უტარდება.

ხოშტარია კლინიკაში მიიყვანეს, ის ეტლით გადაადგილდება
ხოშტარია კლინიკაში მიიყვანეს, ის ეტლით გადაადგილდებანეტგაზეთი

სინდისის პატიმარი ელენე ხოშტარია ქალთა ციხიდან კვლავ გადაიყვანეს თოდუას კლინიკაში. “სანდო წყაროს” მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ხოშტარია ეტლით გადაადგილდება.

„დროას“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ლემონჯავას თქმით,თოდუას კლინიკაში ელენე ხოშტარიას კონკრეტული კვლევები უტარდება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, თუმცა ვითარება საგანგაშო არ არის.

პოლიტიკოს ქალს, ოთხი შვილის დედას, ელენე ხოშტარიას 1.6 წელი მიუსაჯეს კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე ფლომასტერით გაკეთებული წარწერისთვის. ამ ბანერზე ელენე ხოშტარიამ სტუდენტი გოგოს, მეგი დიასამიძის სოლიდარობის ნიშნად ფლომასტერით დაწერა – „რუსული ოცნება“.

პატიმრობაში მყოფ ელენე ხოშტარიას ხერხემლის ანთებითი დაავადება აქვს. ჯანმრთელობის აღნიშნული პრობლემების გამო მას გადაადგილება ხელჯოხით უწევდა და ხელით კალმის დაჭერაც კი უჭირდა. ამ მიზეზით იგი გამოკვლევებისა და მკურნალობის მიზნით კლინიკა „ვივამედში“ რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობდა. 3-თვიანი მკურნალობის შემდეგ იგი კვლავ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს, სადაც მკურნალობის შერეულ რეჟიმში გაგრძელება დაიგეგმა.

განახლება: სტატიის თავდაპირველ ვარიანტში ეწერა, რომ ხოშტარია “ვივამედში” გადაიყვანეს, რაც არასწორია, ის თოდუას კლინიკაშია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 2
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიელენე ხოშტარია ციხიდან თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს
  2. ალიაოპოზიციურიელენე ხოშტარია ციხიდან თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიანა წითლიძე - როდესაც „ქართული ოცნება” სისტემურ დანაშაულებზე საუბრობს უნდა შეხედოს რა დამართა ელენე ხოშტარიას - ელენეს ამ მდგომარეობამდე მიყვანა არის პირდაპირ “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობა
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ანა წითლიძე - როდესაც „ქართული ოცნება” სისტემურ დანაშაულებზე საუბრობს უნდა შეხედოს რა დამართა ელენე ხოშტარიას - ელენეს ამ მდგომარეობამდე მიყვანა არის პირდაპირ “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები