საზოგადოება · 13 ნოემბერი, 17:24
მეტროსადგურ "უნივერსიტეტში" ძლიერი დაკვამლიანება იყო
მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“ მატარებლის ტექნიკური პრობლემის გამო ძლიერი დაკვამლიანება იყო, რის შემდეგაც შემადგენლობა ხაზიდან მოხსნეს და მგზავრები სათადარიგო მატარებლით გადაიყვანეს.

მეტროსადგურ "უნივერსიტეტში", ერთ-ერთი მატარებლის ტექნიკური პრობლემის გამო, ძლიერი დაკვამლიანება იყო.
როგორც "რუსთავი 2-ს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მატარებელი მგზავრებისგან დაიცალა, ხაზიდან მოიხსნა და მოქალაქეებს სათადარიგო შემადგენლობა ემსახურება.
კომპანიის ცნობით, ამ წუთებში, შეფერხება არ ფიქსირდება.
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…